როგორ შეეძლებათ მოქალაქეებს იმის გაგება, შეეხებათ თუ არა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა? - კვირის პალიტრა

როგორ შეეძლებათ მოქალაქეებს იმის გაგება, შეეხებათ თუ არა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა?

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეს შეეძლება შეამოწმოს, შეეხება თუ არა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა.

როგორც მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს ვებ-გვერდი მზად 3 დეკემბერს იქნება.

"მოხდება ამ ბაზების შეჯერება, ერთიანი დიდი ბაზა გაკეთდება სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციიდან. 3 დეკემბრიდან უკვე იქნება ვებ-გვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია შევიდეს, შეიყვანოს თავისი მონაცემი და ნახოს, შეეხო თუ არა. პირადი მონაცემები დაცული იქნება. ჩამოწერა და ტრანზაქცია განხორციელდება 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

იხილეთ ასევე: "მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს ფონდი "ქართუ"

"ინტერპრესნიუსი"