როგორ შეეძლებათ მოქალაქეებს იმის გაგება, შეეხებათ თუ არა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა?
19-11-2018
როგორ შეეძლებათ მოქალაქეებს იმის გაგება, შეეხებათ თუ არა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა?
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეს შეეძლება შეამოწმოს, შეეხება თუ არა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა.

როგორც მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს ვებ-გვერდი მზად 3 დეკემბერს იქნება.

"მოხდება ამ ბაზების შეჯერება, ერთიანი დიდი ბაზა გაკეთდება სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციიდან. 3 დეკემბრიდან უკვე იქნება ვებ-გვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია შევიდეს, შეიყვანოს თავისი მონაცემი და ნახოს, შეეხო თუ არა. პირადი მონაცემები დაცული იქნება. ჩამოწერა და ტრანზაქცია განხორციელდება 15
დეკემბრიდან წლის ბოლომდე", - აღნიშნა მაჭავარიანმა.


"ინტერპრესნიუსი"


პაკა, პაკა მომავალ არჩევნებამდე!
19 ნოემბერი 2018 14:53
როდესაც ჩემი თვალებით დავინახავ რომ ნამდვილად ჩამომაჭერეთ ვალები მერე მოგცემთ ხმას!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას  დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას დღეს საქართველოში?
თვის კითხვადი სტატიები