რატომ არ ჩამოეწერებათ ე.წ. შავ სიაში მყოფ ონლაინსესხების კომპანია "ვივუსის" კლიენტებს დავალიანება? - კვირის პალიტრა

რატომ არ ჩამოეწერებათ ე.წ. შავ სიაში მყოფ ონლაინსესხების კომპანია "ვივუსის" კლიენტებს დავალიანება?

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ. შავ სიაში მყოფ ონლაინსესხების კომპანია "ვივუსის" კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ.

როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, თავად "ვივუსმა" თქვა უარი ამ პროგრამაში მონაწილეობაზე.

"ეს იყო "ვივუსი", რომელმაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ პროგრამაში მონაწილეობაზე. მათ კლიენტებს არ შეეხებათ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

იხილეთ ასევე: როგორ შეეძლებათ მოქალაქეებს იმის გაგება, შეეხებათ თუ არა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა?

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო