"გზა შე­ე­შა­ლა,რად­გან ბნე­ლო­და... სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­უხ­ვია და ..."- მიხეილ გიორგაძის მეგობარი ავარიის დეტალებს ჰყვება - კვირის პალიტრა

"გზა შე­ე­შა­ლა,რად­გან ბნე­ლო­და... სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­უხ­ვია და ..."- მიხეილ გიორგაძის მეგობარი ავარიის დეტალებს ჰყვება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ორი დღის წინ ავარიაში მოყვა. ის მრავლობითი მოტეხილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი ამის გასარკვევად Ambebi.ge მინისტრის მოადგილის მეგობარს, კახა კანდელაკს დაუკავშირდა:

- ცოლ-შვილი ლოპოტაზე ჰყავდა და ერთი დღით თვითონაც ჩავიდა. მეორე დღეს სამსახურში უნდა წასულიყო, პიჯაკი თან არ ჰქონდა და ამიტომ ღამის 11 საათზე თბილისში წამოვიდა. თურმე გზა შეეშალა, რადგან ბნელოდა... სხვა მიმართულებით შეუხვია და ორმოებში ჩავარდა... ეტყობა, ჯერ თავი დაარტყა და გაითიშა, შემდეგ ბალიშები გაიხსნა და ამან ნეკნები ჩაუმტვრია. როგორც ჩანს, როდესაც გაითიშა მანქანაში აქეთ იქეთ ეხეთქებოდა და ამ დროს მიიღო ეს დაზიანებები. მთავარია ხერხემალი და ტვინი არ აქვს დაზიანებული. ფილტვი აქვს შეკუმშული, ახლა მთავარია სწორედ ფილტვის გამართული მუშაობა, ჯანმრთელი ადამიანია, არ სვამს და იმედი გვაქვს, რომ ეს გადაარჩენს. კრიტიკული 48 საათი საღამოს გადის.

- ნასვამი იყო თუ გადაღლილი?

- საერთოდ არ სვამს, დაბადების დღეებზეც კი. ბავშვობიდან ასეა, გადაღლილიც არ ყოფილა, შუადღით თურმე დაიძინა კიდეც. უბრალოდ იმ გზაზე რომ მოხვდა, ამიტომ დაშავდა. განაგრძეთ კითხვა