ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60-წლამდე მამაკაცი დაშავდა - კვირის პალიტრა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60-წლამდე მამაკაცი დაშავდა

ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60-წლამდე მამაკაცი დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.

"ინტერპრესნიუსი"