"საშინლად მაგონდება ის წლები! ახლა კიდევ ნახეთ, მიხეილ სააკაშვილი გამოდის და იძახის, რაღა დროს გირგვლიანიაო..."
"საშინლად მაგონდება ის წლები! ახლა კიდევ ნახეთ, მიხეილ სააკაშვილი გამოდის და იძახის, რაღა დროს გირგვლიანიაო..."
"გრიგოლ ვაშაძე რუსეთს ემსახურებოდა და ისევ რუსეთი ენატრება! ამისთანა კაცი დაჯდება რუსეთთან და ეტყვის ჩემი ტერიტორიები დამიბრუნეო?"

"გაერთიანებულ ოპოზიციაში ისეთი ხალხი ზის, სულ პატარა ბიძგია საჭირო, არჩევნების შემდეგ, რომ თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყოს! ხომ ვნახეთ რაც იყო ძმათა მკვლელობა ზვიად გამსახურდიას დროს, რა უბედურებაც გვჭირდა! ყველაფრის მნახველი ვარ და აღარ შემიძლია, ცუდად ვარ! რომელი პოლიტიკოსი მე ვარ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერში ვარ ჩართული!" - ამბობს ცნობილი მსახიობი თამარ სხირტლაძე... 90 წელს
მიღწეული მსახიობი თავად გვესაუბრება თუ რატომ არის მისთვის წარმოუდგენელი "ნაციონალური მოძრაობის" ისევ ხელისუფლებაში დაბრუნება და რატომ უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს.

- საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ისევ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი გაჩნდა, ამას როგორ აფასებთ?

- ძალიან ცუდად! ჯერ ერთი რატომ ჰგონიათ, რომ ეს
რეალურია? - არ მგონია, ეგ ხალხმა დაუშვას! წინა ტურზე ხალხი არჩევნებზე არ გამოვიდა და იმიტომ მოხდა ასე. მეც მიფიქრია, რატომ უნდა ავდგე, ჩავიცვა და წავიდე არჩევნებზე-მეთქი...
საშინლად მაგონდება ის წლები! ვალერი გელაშვილი რომ სცემეს და ყბა ჰქონდა მონგრეული, წადით ერთი, იკითხეთ და გამოიძიეთ, რატომ სცემეს... სრული განუკითხაობა იყო და ბიზნესს თუ ვინმე არ დათმობდა, მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა! ერთხელ ხმამაღლა ვთქვი, კიდევ კარგი არაფერი გამაჩნია, "ხრუშჩოვკაში" ვცხოვრობ, თორემ წამართმევდნენ, გამლახავდნენ და რაღაცას მომწევდნენ-მეთქი... სანდრო გირგვლიანის დედის საცოდაობით ვიწვოდი, ახლა კიდევ ნახეთ, მიხეილ სააკაშვილი გამოდის და იძახის, რაღა დროს გირგვლიანიაო... აბა, მიცვალებულის პატრონს ჰკითხეთ, რას ფიქრობს?! მიცვალებულს მაინც ნუ შეეხები, შე დალოცვილო!

ახლაც ისეთი ხალხი ზის მანდ, სულ პატარა ბიძგია საჭირო, არჩევნების შემდეგ, რომ თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყოს! ხომ ვნახეთ, რაც იყო ძმათა მკვლელობა ზვიად გამსახურდიას დროს, რა უბედურებაც გვჭირდა! ყველაფრის მნახველი ვარ და აღარ შემიძლია, ცუდად ვარ! რომელი პოლიტიკოსი მე ვარ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერში ვარ ჩართული! გავგიჟდი, ამდენი საშინელება როგორ შეუძლია "რუსთავი 2"-ს?! საპრეზიდენტო კანდიდატ ქალს შეიძლება ასე ექცეოდნენ?!

- მიხეილ სააკაშვილს უფროსი თაობის ხელოვანებმა ვერ აპატიეთ, "ჩარეცხილები" რომ გიწოდათ...

- რასაკვირველია, ეგ საშინელება და ძალიან მტკივნეული იყო! მე პირადად არაფერი შემხებია, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი. ქვეყნის პრეზიდენტმა "ჩარეცხილი" გიწოდა და ჩაგრეცხავს თუ არა კანალიზაციაში, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა! მიხეილ სააკაშვილი პირადად არასოდეს მინახავს, მაგრამ დაბადების დღეზე ძალიან ძვირფასი და ლამაზი საყურეები გამომიგზავნა, რადგან არჩევნები მოდიოდა და ეტყობა, ცნობილი პიროვნებების მხარდაჭერა სჭირდებოდა... რაც არ უნდა კარგი მეგობარი მყავდეს, თუ ყველას ლანძღავს და წყევლის ასეთი მეგობარი არაფრად მინდა!

- სალომე ზურაბიშვილის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- როგორც ჩემი შვილიშვილის იმედი მაქვს, რომ მომხედავს, ისე მაქვს სალომე ზურაბიშვილის იმედი, რომ საქართველოს მიხედავს! იმედი მაქვს კი არა, დარწმუნებული ვარ! მე საკმაოდ ასაკოვანი ვარ და რაღას მოვესწრები, მაგრამ ერთდერთი, რასაც მინდა მოვესწრო, ჩემს ქვეყანაში მავთულხლართები აღარ არსებობდეს! ეს მავთულხლართები არის დაცინვა, სადიზმი, ფაშიზმი და ყველა სისაძაგლის უმაღლესი გამოხატულება!
ჩვენ თვითონ შევადაროთ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე და დასკვნები მერე გამოვიტანოთ! სალომე ზურაბიშვილი შესანიშნავად იყო საფრანგეთში, მაგრამ საქრთველოში დაბრუნდა და უამრავი რამ გადაიტანა... გრიგოლ ვაშაძე რუსეთს ემსახურებოდა და ისევ რუსეთი ენატრება! ამისთნა კაცი დაჯდება რუსეთთან და ეტყვის ჩემი ტერიტორიები დამიბრუნეო? სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად ვიცი, ამას რომ გააკეთებს! როდესაც სალომეს მთაწმინდის მაჟორიტარად ირჩევდნენ, ჯერ კიდევ მაშინ ვთქვი, საპრეზიდენტო ქალია-მეთქი... მე მას კარგად ვიცნობ, მეგობრები ვართ, მაგრამ როგორც პრეზიდენტთან თხოვნით რომ მივიდე, არაფერსაც არ დამეხმარება! ძალიან სამართლიანია და თუ არ გეკუთვნის, ტყუილად არაფერს გაგიკეთებს! ჯერ მე როგორ ვიკადრებ, რაც მთელი ცხოვრება არ მიკადრია, მაგრამ ვთქვათ, რომ სინდისს გადავაბიჯო, მისგან მტკიცე უარს მივიღებ! ცოტა ხისტი ხასიათი აქვს, რაც მე ძალიან მომწონს!

რუსთაველის თეატრში იყო შეხვედრა და იქ სიტყვით გამოვედი. ვთქვი, რომ საქართველოს არასოდეს აკლდა მებრძოლი ქალები-მეთქი... საქართველოს პრეზიდენტები სხვა ქვეყნის პირველი პირების გვერდით ისე გამოიყურებიან როგორც დაბალი რანგის ადამიანები და სალომე ასეთი არ იქნება! ყველასთან ისე დაჯდება, როგორც თანასწორი! სიტყვა – თანასწორი ქართულად ვერ გავიხსენე, რუსულად ვთქვი და სალომემ მითარგმნა... ასეთ ქალზე ამბობენ ქართული არ იცისო...


(სპეციალურად საიტისთვის)

la bu
21 ნოემბერი 2018 11:34
ძალიან მაგარი გამონათქვამია ჩემო კარგო. მაინტერესებს თქვენ რომელი ბრძანდებით მაგ ჩამონათვალში? სირცხვილია ბატონო "ზურა" . თქვენს მიერ ჩამონათვალი პროფესიის ხალხი ჯერ მოქალაქეები ბრძანდებიან და შემდგომ ამ პროფესიით დასაქმებულები. მათ პოლიტიკოსობაზე არააქვთ პრეტენზია მაგრამ უნდათ, რომ პოლიტიკა პროფესიონალმა და ქვეყნის ერთგულმა ხალხმა მართოს. ასე, რომ ორ სიტყვაში გაიყიდეთ თქვენი ენამწარეობით. ას,რომ ელოდეთ ეს მენაგვე თავისი პროფესიონალიზმის უმაღლესი ხარისხით აუცილებლად გაგიტანთ.
ზურა
20 ნოემბერი 2018 16:39
მსახიობებმა იტინგიცონ მუსიკოსებმა დაუკრან და მენაგვეებმა ნაგავი გაიტანონ ასე აჯობებს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები