"ბიჭები დღემდე სპორტსკოლაში ცხოვრობენ, საკუთარი სახლი ჯერ არ აქვთ" - რას ჰყვება ჩემპიონი ძმების დედა - კვირის პალიტრა

"ბიჭები დღემდე სპორტსკოლაში ცხოვრობენ, საკუთარი სახლი ჯერ არ აქვთ" - რას ჰყვება ჩემპიონი ძმების დედა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე, ბუქარესტში, საქართველოს ნაკრების წევრმა ავთანდილ კენჭაძემ რუმინელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ერთი დღით ადრე კი, ამავე სტილით ჭიდაობაში, 23 წლამდე შორის 79 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ავთანდილ კენჭაძის ძმა - ნიკოლოზ კენჭაძე, რომელმაც რუსეთის ნაკრების წევრი გაჯი ნაბიევი დაჯაბნა.

ერთ ჩემპიონატზე ორი ძმის გამარჯვებამ სრულიად საქართველო აალაპარაკა. უფრო მეტიც, ბევრმა მათი ჩემპიონობა მსოფლიო სენსაციად მონათლა.

თუ რა გზა გაირეს რაჭველმა ფალავნებმა სოფელ პირველი ტოლადან, ამის შესახებ ჩემპიონი ძმების დედა, ელზა გაბიანი გვესაუბრება:

- რა ასაკიდან დაიწყეს ბიჭებმა ჭიდაობაზე სიაურული? ორივეს ერთდროულად გაუჩნდა ჭიდაობის მიმართ ინტერესი?

- ავთანდილი წლითა და ერთი თვით არის უფროსი ნიკოლოზზე, 12 წლის იყო ჭიდაობაზე რომ შევიყვანეთ ძმასთან ერთად. ორივეს უნდოდა ჭიდაობაზე სიარული და ჩემი მეუღლის გადაწყვეტილებით, სოფელ ჭრებალოს საშუალო სკოლაში დაიწყეს ბიჭებმა ვარჯიში. მათი პირველი მწვრთვნელი თამაზ მურუსიძე იყო. მინდა აღვნიშნო, რომ პატარა ასაკიდანვე გახდნენ წარმატებულები.

- როგორც აღნიშნავენ, დედებს უჭირთ შვილების შეჯიბრს უყურონ... ადევნებთ ბიჭების ასპარეზობას თვალს?

- ვერ ვახერხებ იმ ქვეყნებში წასვლას, სადაც ჩემი შვილები საჭიდაოდ გამოდიან, ისე არ მაქვს საქმე აწყობილი, რომ მათ შეჯიბრს დავესწრო. ამიტომ ეკრანიდან ვუყურებ დაძალიან ემოციური ვხდები.

- - ფაქტობრივად, მამამ დააყენა შვილები წარმატების გაზაზე, როცა ისინი ჭიდაობაზე შეიყვანა. რა რეაქცია აქვს მათი გამარჯვების შემდეგ?

- სიტყვით არ შემიძლია იმის გადმოცემა, თუ რას ვგრძნობთ მშობლები, როცა შვილების წარმატების შესახებ ვიგებთ. მამა განსაკუთრებულად ღელავს და განიცდის, როცა ბიჭები ასპარეზობენ. ეს არის სპორტის ის სახეობა, სადაც ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა ჩადო წარმატების მისაღწევად, ბევრი უნდა იშრომო. თუ შვილს არ გაუკაფავ გზას, არ დაეხმარები, სასურველ შედეგს ვერ მიაღწევ. ძალიან რთული გზა გვაქვს გავლილი მთელ ოჯახს განაგრძეთ კითხვა