ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად კიდევ ერთი დაშავებული გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად კიდევ ერთი დაშავებული გარდაიცვალა

ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ქალბატონი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

"გამთენიისას გარდაიცვალა 66 წლის ქალბატონი, აღენიშნებოდა სხეულის 85% დამწვრობა, სასუნთქი გზების დაზიანება. სამწუხაროდ, ეს იყო სიცოცხლესთან შეუთავსებადი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ასევე კრიტიკულია", - განაცხადა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, კიდევ ერთი დაშავებული გუშინ გარდაიცვალა.

ხობში, საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, ბენზინის აალების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. აქედან 5 თბილისში გადმოიყვანეს. ორი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"