მიხეილ გიორგაძე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

მიხეილ გიორგაძე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკიდან თურქეთის ერთ–ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

"მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა არ გართულებულა, ჩვეულებრივ სტაბილურია. იგი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს", – აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს მიხეილ გიორგაძეს ავარიის შედეგად თავის ტვინის დაჟეჟილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და მენჯის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

მიხეილ გიორგაძე ავარიაში 18 ნოემბერს მოყვა. შემთხვევა ყვარელში მოხდა.