მიხეილ გიორგაძე თურქეთის კლინიკაში კვლავ მართვით სუნთქვაზეა - კვირის პალიტრა

მიხეილ გიორგაძე თურქეთის კლინიკაში კვლავ მართვით სუნთქვაზეა

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის გიორგაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"მიმდინარეობს მკურნალობა და მდგომარეობა სტაბილურია. ყოველ შემთხვევაში გართულება არ არის. ის ამ დროისთვის ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე რჩება", - განმარტავენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ გიორგაძე რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა. ის ამ დროისთვის მკურნალობის კურსს თურქეთში გადის.

"ინტერპრესნიუსი"