"რას იზამს ზაზა ქეთის ღალატს რომ გაიგებს" - პერსონაჟი, რომელმაც არჩევნები გადაფარა და რას ფიქრობს მის ღალატზე სალომე შარვაძე - კვირის პალიტრა

"რას იზამს ზაზა ქეთის ღალატს რომ გაიგებს" - პერსონაჟი, რომელმაც არჩევნები გადაფარა და რას ფიქრობს მის ღალატზე სალომე შარვაძე

პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" მაყურებელს ყოველ სეზონზე საინტერესო პერსონაჟებით ანებივრებს. ზაზას ცოლს, ქეთის, თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. ქეთი საგონებელშია ჩავარდნილი, მოსწონს მის ცხოვრებაში გამოჩენილი ახალი მამაკაცი, რომელიც მის მიმართ სითბოს გამოხატავს, თუმცა საკუთარ თავს ამაში ვერ უტყდება. ამას რა თქმა უნდა, უმალავს ქმარსაც, რადგანაც ეშინია მოძალადე მეუღლის, ოჯახის, რომელშიც ცხოვრობს და რომელიც მის მიმართ დიდი სითბოთი არ გამოირჩევა... ამ ყველაფერს მაყურელი ქეთისთან ერთად განიცდის და სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურება:

"აფხაზეთის დაკარგვას არ განიცდის ხალხიი როგორც ქეთის ბედს";

"მარტო მაშინ რა რეაქცია ქონდა ზაზას, როცა ნიაკოს ვიღაც ბავშვმა აკოცა და ცოლის ღალატზე რა მოხდება წარმოდგენაც, არ მინდა";

"ეს ყველაფერი ქეთის ვნებებით აღსავსე სიზმარი აღმოჩნდება, ღონემიხდილი ისევ ზაზას გვერდით გაიღვიძებს და ამოისუნთქებს";

"გასაგებია, რომ ქმარი მართლა ძალიან ცუდად ექცევა, მამამთილი და დედამთილიც სერიოზულად არ აღიქვამენ, შვილიც "უჟმური" ხასიათის გამოადგა... რაც შეეხება დაქალებს: პატარა "დებილ" გოგოდ მიიჩნევენ და მესმის რომ სულ მცირედი სითბო და ყურადღება აკლია, მართლა კარგად მესმის ამ პერსონაჟის... მაგრამ, აი, ღალატს მაინც ვერაფრით გავამართლებ";

"შე მოსასპობო! ამ დაჭყეტილ კაცში რა მოგეწონა დედას გაფიცებ? დამეთხლიშა ნერვები"; "ეს სერიალია, მაგრამ რეალობაშიც ასე შვრება ზოგი. კარგად ჩათხოვილი-გათხოვილი-სახლში ჩამჯდარი ქალები", - წერენ "ფეისბუკომენტარებში" სერიალის მაყურებლები.

AMBEBI.GE გთავაზობთ ინტერვიუს ქეთის როლის შემსრულებელთან, მსახიობ სალომე შარვაძესთან.

- სალომე, შენი პერსონაჟი ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა. რამდენიმე სერიაა მის გარშემო სრულიად ახალი ამბავი ვითარდება. თავად მოგწონს ქეთის ახალი ცხოვრება?

- ძალიან მიხარია ჩემი პერსონაჟის ამ დოზით გააქტიურება... ბუნებრივია, ჩემთვის როგორც მსახიობისთვის, ეს საკუთარი თავის გამოვლენის თუ წარმოჩენის კარგი შესაძლებლობაა... ამდენი წელი ქეთი ერთი ერფეროვანი პერსონაჟი იყო, ახლა მისთვის სხვა ეტაპი დაიწყო... ამ როლზე ახლა უფრო მეტს ვფიქრობ... ბევრად საინტერესო გახდა ჩემთვის მისი ცხოვრებით ცხოვრება.

- ამ ამბავს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება. ყველა თავის მოსაზრებას გამოთქვამს, თუმცა უმეტესობას არ მოსწონს ქეთის ამ ისტორიაში გაბმა. ჭკვიანი ქალი ასე არ მოიქცეოდაო. რას ეტყვი მათ?

- სოციალურ ქსელებში რაც ხდება მართლა დაუჯერებელია... ქეთიმ არჩევნებიც გადაფარა... ძალიან მიხარია მის ირგვლივ დატრიალებული ამბავი ასეთი რეზონანსული რომ არის. კადრი სერიალიდან: 'ჩემი ცოლის დაქალები'

ნამდილად არ ველოდებოდი. ქეთის ახალი "სთორი" მომწონს. ვიღაცას შეიძლება მსახიობი არ მოსწონდეს, მისი პერსონაჟის განვითარება და გაძლიერება, მაგრამ მე მომწონს და მიხარია, რომ სცენარისტი მენდო და დღეს უკვე უზომოდ საინტერესო პერსონაჟი ჩემი სათამაშოა.

- თუმცა საპირისპირო მოსაზრებაც არის - ისეთ ქმარს როგორიც ქეთის ჰყავს, სწორედაც "რქები უნდა დაადგა"... ამაზე როგორ უპასუხებდი?

- კი, ასეთი მოსაზრებებიც შემხვედრია... ბუნებრივია, ორივე შემთხვევაში, ღალატის წინაღმდეგი ვარ, თუმცა კაცს თუ ეპატიება, მაშინ ქალსაც უნდა ეპატიოს... როდესაც ბევრი წელი, შენი ქმარი თითქოს ვერ გხედავს, ვეღარ გგრძნობს, არ თუ ვერ გამოხატავს სიყვარულს და ყურადღებას, თან, ამ ყველაფერთან, კლასიკური გაგებით, მოძალადეა, სახლში არც თითონ და არც მისი მშობლები პატივს არ გცემენ... ამ დროს ახალგაზრდა, გადასარევი ექიმი კი არა, ვინც უნდა გადაკიდებოდა, ჩემი ქეთი მაინც არ უნდა გავამტყუნოთ. ამდენი წლის მერე ვიღაცამ თავი ქალად აგრძნობინა... პატივისცემა, სითბო და სიყვარული გაუნაწილა...

- ყველას მაინც ის აინტერესებს, რას იტყვის ზაზა, როდესაც ცოლის ამ საქციელის შესახებ შეიტყობს... მართლაც, რას იტყვის ზაზა?

- ვაი... მეც ძალიან მაინტერესებს, რას იტყვის ზაზა. რას არ ვიცი, მაგრამ ძალიან კარგად რომ იტყვის და თქვენთვის არაჩვეულებრივი საყურებელი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ - საოცრად ნიჭიერია გიორგი ბოჭორიშვილი! და იმედია, ეს კვანძის გახსნის სცენაც თქვენთვის კარგი სანახავი იქნება... იმდენი ადამიანი გულშემატკივრობს ქეთის, არაფრის უნდა ეშინოდეს... მთელი საქართველო მის გვერდითაა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, გადაგახედებთ ჩემს სმს-ებს სოციალურ ქსელებში და დარწმუნდებით... (გაგრძელება)