"გოგო, რო­მე­ლიც სა­ჭეს­თან იჯდა, გად­მომხტა­რა და ყვი­რო­და, მა­მა­ჩემს და­უ­რე­კეთ, მიშ­ვე­ლი­სო" - ახალი დეტალები საზარელ ავარიაზე, რომელსაც წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა
"გოგო, რო­მე­ლიც სა­ჭეს­თან იჯდა, გად­მომხტა­რა და ყვი­რო­და, მა­მა­ჩემს და­უ­რე­კეთ, მიშ­ვე­ლი­სო" - ახალი დეტალები საზარელ ავარიაზე, რომელსაც წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა
თბი­ლი­სი და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ - 27 ნო­ემ­ბრის სა­ღა­მოს 3 შვი­ლის მა­მამ, გოგა ჯუ­ლუ­ხი­ძემ, შვი­ლე­ბი: 10 წლის ლიზი, 6 წლის რეზი და წლი­ნა­ხევ­რის ტასო, ლი­სის ტბას­თან სა­სე­ირ­ნოდ წა­იყ­ვა­ნა. რამ­დე­ნი­მე წუ­თის მი­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ, როცა იმ ად­გი­ლას, სა­დაც ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი არ მოძ­რა­ო­ბენ და ყვე­ლა­ზე და­ცუ­ლად ით­ვლე­ბა, "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ჯიპი შე­ვარ­და და პა­ტა­რა ტასო ჰა­ერ­ში აის­რო­ლა. ბავ­შვი ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მან­ქა­ნას არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა მარ­თავ­და. გვერ­დით კი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი
ეჯდა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში ბრალ­დე­ბულს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით ედე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის, ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ოთხი­დან შვიდ წლამ­დე.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 17 წლის მძღო­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ცუ­დად გახ­და, რის
გა­მოც ის ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ, ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რეს ჯუ­ლუ­ხი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა და ავა­რი­ის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბიც გა­აჟ­ღე­რეს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან.

მა­რი­ტა და­მე­ნია, ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვი:
"ტა­სოს მშობ­ლებს ჯერ სა­ხე­ლიც კი არ უკი­თხავთ იმ გო­გო­სი, ვინც ბავ­შვს და­ე­ჯა­ხა. ერთი, რაც გა­ვი­გეთ, ის არის, რომ ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჰყავ­დათ. ოჯახს ჯერ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბიც არ აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას. ასეთ დროს ალ­ბათ ასე ხდე­ბა - არ ეუბ­ნე­ბი­ან, ვინ ჩა­ი­დი­ნა ეს. რო­გორც ვი­ცით, ეს გოგო არის 17 წლის და მან­ქა­ნა­ში შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად იჯდა.
ჯუ­ლუ­ხი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი

- ბიჭი მან­ქა­ნის მარ­თვას ას­წავ­ლი­დაო, ით­ქვა...
- დიახ, მაგ­რამ თა­ვად ბიჭს ჰქონ­და თუ არა მარ­თვის მოწ­მო­ბა, ჯერ არ ვი­ცით. სა­ვა­რა­უ­დოდ, ისიც ასე­ვე პა­ტა­რაა ასა­კით და მა­ნაც არ იცო­და მარ­თვა წე­სი­ე­რად. მან­ქა­ნა ახა­ლი ჩა­მოყ­ვა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან ჯერ კი­დევ ტრან­ზი­ტულ­ნომ­რი­ა­ნი იყო. გა­და­უ­ფორ­მე­ბე­ლი მან­ქა­ნით ავიდ­ნენ ლი­სის ტბა­ზე, რო­გორც ჩანს, სე­ირ­ნობ­დნენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ გო­გო­ნამ სა­ერ­თოდ არ იცო­და მარ­თვა და გა­ზი­სა და მუხ­რუ­ჭის სა­ტერ­ფუ­ლე­ბი აე­რია.

იმ ად­გი­ლას, სა­დაც ტრა­გე­დია მოხ­და, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნა მოხ­ვედ­რი­ლი­ყო, შლაგ­ბა­უ­მი­თაა გა­და­კე­ტი­ლი და მის იქით ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა ად­გი­ლია. ვინც ეს ამ­ბა­ვი ნახა, ამ­ბო­ბენ, რომ ორ ხეს შუა გა­ი­ა­რეს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად რომ მარ­თავ­დე მან­ქა­ნას, თურ­მე იმ ორ ხეს შო­რის მა­ინც ვერ გა­ივ­ლი. რა­ღაც რკი­ნის ნიშ­ნუ­ლიც ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც გა­და­ტე­ხეს, გა­და­ი­ა­რეს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე და ბავ­შვს შე­ას­კდნენ.

უფ­რო­სი გო­გო­ნა, ჩემი ნათ­ლუ­ლი, ლი­ზი­კო, გორ­გო­ლა­ჭებ­ზე მდგა­რა. სა­მი­ვე ბავ­შვი ერ­თად იყო, მამა - ოდ­ნავ უკან, მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა, ბავ­შვე­ბი გა­და­უშ­ვა შლაგ­ბა­უ­მის იქით და თვი­თო­ნაც იქ უნდა მი­სუ­ლი­ყო. ბავ­შვე­ბი იდ­გნენ და ელო­დე­ბოდ­ნენ. ის მან­ქა­ნა სხვა მხრი­დან გა­მო­ვარ­და. ბიჭს, რე­ზი­კოს, გა­დახ­ტო­მა მო­უს­წრია. ლი­ზი­კოს უც­დია, პა­ტა­რა ხელ­ში აეყ­ვა­ნა, მაგ­რამ გას­ხლტო­მია ხე­ლი­დან. რად­გან გორ­გო­ლა­ჭე­ბი ეცვა, თავი ვე­ღარ შე­ი­მაგ­რა და წა­იქ­ცა... გაგრძელება



რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები