"ყოველთვის ჩემს გულში" - რა ფოტო გამოაქვეყნა ლიზა რურუამ მამის გარდაცვალების შემდეგ "ფეისბუკზე"
"ყოველთვის ჩემს გულში" - რა ფოტო გამოაქვეყნა  ლიზა რურუამ მამის გარდაცვალების შემდეგ "ფეისბუკზე"
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. ნიკა რურუა 50 წლის იყო. ის პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი და კულტურის მინისტრი გახლდათ. ამ თანამდებობას ის 2009 წლიდან 2012 წლამდე იკავებდა.


ნიკა რუ­რუ­ას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს - ლიზა და მა­რი­ა­მი, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კა­ში და­ი­ბად­ნენ. ლიზა საზოგადოებისთვის ცნობილი  "ჩემი სამზარეულოს წესებიდან" გახდა, რომელშიც მონაწილეობას დედასთან, სოფო გორგაძესთან ერთად იღებდა.

"დღეს ეს პატარა მაკაკა, დიდი
გოგო საპასუხისმგებლო პროფესიულ კონკურსში გამარჯვებულია, დედიკოსთან ერთად. ლიზა, გილოცავ მამიკო!!! გესახელებინოს საქართველო, როგორც დღეს კახეთი გაახარე! " - ასე მიულოცა სოციალური ქსელიდან ნიკა რურუამ მაშინ შვილს პროექტში გამარჯვება.


ნიკა რურუას  გარდაცვალების შემდეგ ლიზამ  "ფე­ის­ბუქ­ზე" მა­მას­თან ერ­თად, ბავ­შვო­ბა­ში გა­და­ღე­ბული ფო­ტო გამოაქ­ვეყ­ნა, წარ­წე­რით: "ყო­ველ­თვის ჩემს გულ­ში, მამა".

შე­გახ­სე­ნებთ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის, პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის, ნიკა რუ­რუას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად გუ­ლის შე­ტე­ვა სა­ხელ­დე­ბა. რუ­რუა გარ­დაც­ვლი­ლი სა­კუ­თარ სახ­ლში, დე­დამ იპო­ვა. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო.









მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები