"ყოველთვის ჩემს გულში" - რა ფოტო გამოაქვეყნა ლიზა რურუამ მამის გარდაცვალების შემდეგ "ფეისბუკზე" - კვირის პალიტრა

"ყოველთვის ჩემს გულში" - რა ფოტო გამოაქვეყნა ლიზა რურუამ მამის გარდაცვალების შემდეგ "ფეისბუკზე"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. ნიკა რურუა 50 წლის იყო. ის პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი და კულტურის მინისტრი გახლდათ. ამ თანამდებობას ის 2009 წლიდან 2012 წლამდე იკავებდა.

ნიკა რურუას პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს - ლიზა და მარიამი, რომლებიც ამერიკაში დაიბადნენ. ლიზა საზოგადოებისთვის ცნობილი  "ჩემი სამზარეულოს წესებიდან" გახდა, რომელშიც მონაწილეობას დედასთან, სოფო გორგაძესთან ერთად იღებდა.

"დღეს ეს პატარა მაკაკა, დიდი გოგო საპასუხისმგებლო პროფესიულ კონკურსში გამარჯვებულია, დედიკოსთან ერთად. ლიზა, გილოცავ მამიკო!!! გესახელებინოს საქართველო, როგორც დღეს კახეთი გაახარე! " - ასე მიულოცა სოციალური ქსელიდან ნიკა რურუამ მაშინ შვილს პროექტში გამარჯვება.

ნიკა რურუას  გარდაცვალების შემდეგ ლიზამ  "ფეისბუქზე" მამასთან ერთად, ბავშვობაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "ყოველთვის ჩემს გულში, მამა".

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ნიკა რურუას გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება. რურუა გარდაცვლილი საკუთარ სახლში, დედამ იპოვა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.