რომელი ცნობილი კაფეები დააჯარიმეს თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო?
რომელი ცნობილი კაფეები დააჯარიმეს თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო?
ზამთრის სეზონზე გადასვლასთან დაკავშირებით თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგი ძლიერდება. 5 დეკემბერს თბილისში, მხოლოდ ერთ, აბაშიძის ქუჩაზე ორი, კაფე, "ანტრე" და "ლეგატო“ 500-500 ლარით დააჯარიმეს.

დარღვევები ძირითადად იქ ფიქსირდება, სადაც ზაფხულში ღია სივრცე იყო, ზამთარში კი ცელოფნებით და მინებით შეფუთეს. ამ ტიპის დაწესებულებების ზოგიერთი მეპატრონე გაფრთხილების მიუხედავად კანონს არ იცავს. მათი მხრიდან დახურულ სივრცეში მოწევის წამახალისებლად აღიქმება მაგიდებზე სტუმრებისთვის განკუთვნილი საფერფლეების არსებობა.

თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება 2018 წლის პირველი მაისიდან
დაიწყო. მოწევა იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში. მოწევა დასაშვებია შენობაში, ან ვერანდაზე, რომელიც შესაძლოა გადახურულია, მაგრამ კედლების 50%-ზე მეტი ღია აქვს.

იმ სამასპინძლო დაწესებულებების უმრავლესობამ, რომელთაც სტუმრების მისაღები გარე, ღია, მაგრამ გადახურული სივრცეები აქვთ, გარე გამათბობელები დაამონტაჟა. სადაც გამათბობელები არ აქვთ, სივრცე ცელოფნებით ან მექანიკური
მინებით შეფუთეს და ამის მიუხედავად, ზოგიერთ მათგანში ღია სივრცის პრინციპით მოქმედებენ.

თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის სამსახურმა ღამის რეიდები დაიწყო, რის შედეგადაც შეეცდება დამრღვევი "ლაუნჯი ბარები", ღამის კლუბები და სხვა ამ ტიპის დაწესებულებები გამოავლინოს.

მონიტორინგი ასევე გამკაცრდა საჯარო დაწესებულებებში, სადაც სამწუხაროდ, ზოგიერთი საჯარო მოხელისგან დახურულ სივრცეში მოწევის ფაქტები ფიქსირდება.

დახურულ სივრცეში თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო დაწესებულება პირველ ჯერზე 500 ლარით, ყოველ განმეორებით შემთხვევაზე კი, 1000 ლარით ჯარიმდება.

დაწესებულებას აჯარიმებს საპატრულო პოლიცია, რომელიც თამბაქოს კონტროლის აღმასრულებელია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები