"იმ პერიოდში ნიკა ჩემთვის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩემს აზრებს სრულად, გახსნილად ვანდობდი"
"იმ პერიოდში ნიკა ჩემთვის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩემს აზრებს სრულად, გახსნილად ვანდობდი"
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ლაშა ჟვანიას განცხადებით, ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ნიკა რურუასნაირი პატრიოტი ადამიანის წასვლა დიდი დანაკლისია.

"ჩვენ თანამებრძოლები ვიყავით, ერთად ვიყავით პარლამენტში. მე ვიყავი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკა იყო თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. გვერდიგვერდ ვისხედით პარლამენტში და ამას გარდა, გვქონდა ძალიან ხშირი კომუნიკაცია. მერე ერთად გადავედით მთავრობაში და გავხდით მინისტრები. ჩვენი აზრები ძალიან ხშირად ემთხვეოდა ერთმანეთს. იმ პერიოდში ნიკა ჩემთვის იყო ერთადერთი ადამიანი, რო
მელსაც ჩემს აზრებს სრულად, გახსნილად ვანდობდი. მე უფრო ფეთქებადი ვიყავი, ნიკა კი მუდმივად მომიწოდებდა, რომ მომეცადა და ყველაფერი თავის ჩარჩოებში ჩაჯდებოდა. თითქოს ნიკა უნდა ყოფილიყო უფრო ემოციური, მაგრამ პირიქით იყო. მუდმივად მაწყნარებდა, როგორც ძალიან ახლო მეგობარი. დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ნიკასნაირი პატრიოტი
ადამიანი. ის ძალიან ნიჭიერი და ძალიან ღრმა ადამიანი იყო. ზუსტად 10 წლის წინ, ჩვენ რომში ოფიციალური ვიზიტით ვიყავით, ნიკა მაშინ აღმოვაჩინე, როგორც ძალიან ღრმა, მოაზროვნე ადამიანი, გარდა იმისა, რომ მისი ცოდნა და განათლება ყველასათვის იყო ცნობილი. იმ ადამიანებს, რომლებმაც მხოლოდ ნიკას ნიჭი და განათლება იციან, მინდა ვუთხრა, რომ ის კიდევ უფრო ღრმა იყო, ვიდრე ჩანდა", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ნიკა რურუას დღეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დეპუტატი და კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში საკუთარ სახლში, 4 დეკემბერს გარდაცვლილი იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები