"ბაიერნი", "ბარსელონა" თუ... - რომელი კლუბის უმთავრესი სატრანსფერო პრიორიტეტია ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე? - კვირის პალიტრა

"ბაიერნი", "ბარსელონა" თუ... - რომელი კლუბის უმთავრესი სატრანსფერო პრიორიტეტია ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე?

ქართველი ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის მომავალზე ჩვენში ბევრს ლაპარაკობენ, ცნობილია, რომ მისით დაინეტრესებული არიან ისეთი გრანდები, როგორებიცაა: "ბაიერნი", "ბარსელონა", "დორტმუნდი"...

ახლახან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირებას იტალიური "რომა" იანვარში ეცდება - ამ ამბავს იტალიური მედია ავრცელებს. სწორედ ახალგაზრდა ქართველი იქნება კლუბის უმთავრესი სატრანსფერო პრიორიტეტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე.

ტრანსფერის მთავარი ინიციატორი "რომას" დირექტორი რამონ მონჩია. ის ევროპაში ერთ-ერთ გამორჩეულ სელექციონერად ითვლება და თავის დროზე "სევილიაში" სწორედ მან აღმოაჩინა არაერთი ვარსკვლავი.  შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის ჩვენებური ბელგიური "გენტის" ღირსებას იცავს. გაგრძელება