უფასო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება - რომელი სამკურნალო საშუალებები ემატება სიას?
უფასო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება  - რომელი სამკურნალო საშუალებები ემატება სიას?
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უფასო მედიკამენტების პროგრამა გაფართოვდება და მას ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებებიც დაემატება.

მინისტრის განცხადებით, საბოლოო ჯამში, სიმბოლურ ან განახევრებულ ფასად გადასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალი 60-მდე გაიზრდება.

"სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ მედიკამენტებით საერთოდ, უფასოდ უზრუნველყოფა მოვახდინოთ. შარშანდელიდან, სოციალურად დაუცველები მედიკამენტებს იღებენ მაქსიმუმ 1 ლარად. სექტემბრიდან ეს პროგრამა გაფართოვდა და პენსიონერები და შშმ პირები არიან ჩართულები. მათ საშუალება აქვთ
მედიკამენტები საბაზრო ფასის მაქსიმუმ ნახევრად შეიძინონ. მედიკამენტების ჩამონათვალიც 23-დან 35-მდე გაიზრდება. დაემატება ყველაზე გავრცელებული დაავადებების - გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომელიც კომბინირებულია და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაემატება ისეთი გავრცელებული და მნიშვნელოვანი ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, როგორიც არის ეპილეფსია და პარკინსონის დაავადება. ესეც ძალიან
დიდი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის. ჩვენი მიზანია, რომ მედიკამენტების მინიმუმ 60 დასახელებებზე ავიდეთ", - განაცხადა მან.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები