"ეს უნიკალური მღვიმე შესაძლოა 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს" - ქუთაისში მღვიმე აღმოაჩინეს
"ეს უნიკალური მღვიმე შესაძლოა 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს" - ქუთაისში მღვიმე აღმოაჩინეს
ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე (ჭახათას უბანი) ადგილობრივმა მცხოვრებმა ვახტანგ სიხარულიძემ მღვიმე აღმოაჩინა, სადაც მრავლადაა სტალაქტიდები და სტალაგმიტები.

6 დეკემბერს, მღვიმე სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმაც დაათვალიერეს და მისი შესწავლა დაიწყეს.

მათი განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, მღვიმე უნიკალურია.

„80 მეტრის სიგრძის ორი დარბაზია. სამწუხაროდ აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს“, - აცხადებს ვალერი ბარბაქაძე. მისივე თქმით, მღვიმე შესაძლოა, ქვედა ცარცული პერიოდის იყო, 30-50 ათასი
წლის წინანდელი. სპელეოლოგებმა ახლად აღმოჩენილი მღვიმის შესწავლა დეტალურად დაიწყეს. წლების წინ, ამ ადგილას ქვის კარიერი იყო. აფეთქებების შედეგად დარბაზები დაზიანებულია და რესტავრაცია სჭირდება.

ფოტო: გიგო ონი­ა­ნი, ვა­ლე­რი ბარ­ბა­ქა­ძე

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები