"არ სიამოვნებდა იმის აღიარება, რომ თუნდაც დიდ მხატვარს გაუშიშვლდა" - ვინ იყო ქართველი ქალი, რომელიც მოდილიანიმ დახატა - კვირის პალიტრა

"არ სიამოვნებდა იმის აღიარება, რომ თუნდაც დიდ მხატვარს გაუშიშვლდა" - ვინ იყო ქართველი ქალი, რომელიც მოდილიანიმ დახატა

როგორ დაითანხმა ამადეო მოდილიანიმ სიამაყით ცნობილი, თანაც გათხოვილი ქართველი თავადის ქალი შიშველ ნატურად ეპოზიორა, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ მოდილიანის ტილოზე სწორედ მშვენიერი ალექსანდრა დადიანია ასახული. ეს ნამუშევარი სოტბის აუქციონზე 26 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

ვინ იყო ალექსანდრა დადიანი?

ცნობილია, რომ თავადის ქალი ალექსანდრა დადიანი მოდილიანიმ 1911 წელს დახატა... ალექსანდრას მამა დადიანების შთამომავალი, დედა კი თამარ ჭავჭავაძე გახლდათ. გოგონა 1898  წელს თბილისში ჩასულ ახალგაზრდა, გერმანელ ბოტანიკოს კონრად როსტს უგონოდ შეუყვარდა, წყვილი მალევე დაქორწინდა.

მათ სიყვარულზე წიგნი, სახელით: "კონრადი და ალექსანდრა" დაწერა მათმა შვილიშვილმა რალფ გროსმა.

სად ნახა მოდელიანიმ ალექსანდრა დადიანი ?

ალექსანდრა დადიანმა ცნობილი რუსი პოეტი ანა ახმატოვამ პეტერბურგში გაიცნო. ახმატოვასა და მოდილიანს ამ დროს უკვე რომანი ჰქონდათ გაჩაღებული. მალევე ალექსანდრა, მეუღლესთან ერთად, პარიზში ჩავიდა, სადაც შეხვდა პეტერბურგელ ნაცნობს, ანა ახმატოვას. იმ დროს მოდილიანი ისეთი ღარიბი იყო, რომ თავის ნამუშევრებს გროშებად ყიდდა. მოდილიანი იმდენად მოიხიბლა ქართველი თავადის ქალის არისტოკრატიული შარმითა და გარეგნობით, რომ ეჭვიანობით ცნობილი ახმატოვაც არაფრად ჩააგდო და ქალბატონებს გამოუცხადა, ალექსანდრა უნდა დავხატოო. ,ალექსანდრა დადიანი'

ღარიბმა მაესტრომ ანა ახმატოვა და ალექსანდრა დადიანი თავის სახელოსნოში დაპატიჟა, თუ შეიძლება სახელოსნო რქმეოდა ერთ-ერთ მანსარდას. სავარაუდოდ, სწორედ იქ დახატა მოდილიანიმ მშვენიერი ალექსანდრა. როგორ დაითანხმა თავადის ქალი შიშველ ნატურად დადგომოდა, ამაზე არაფერია ცნობილი...

შემდგომ მოვლენები ამ სამეულისთვის არც თუ ისე იღბლიანად განვითარდა: ახმატოვას და მოდილიანის ამბავი მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი, მათი რომანი მალევე დასრულდა, თავადის ქალი ალექსანდრა კი, სამშობლოში დაბრუნდა და რევოლუციის შემდეგ ყაზახეთში გადაასახლეს, ის უკვე მოხუცებული დაბრუნდა საქართველოში და საგურამოში, ჭავჭავაძეების მამულში დასახლდა და იქვე გარადიცვალა. ალექსანდრა საგურამოშია დასაფლავებული.

რატომ არ იყო ეს ისტორია კარგა ხნის განმავლობაში ცნობილი?

დავით ანდრიაძე, ხელოვნებათმცოდნე: "ალბათ იმიტომაც, რომ ეს ალექსანდრა დადიანის პორტრეტი კი არ არის, არამედ არის ნიუ, სადაც მოდილიანმა მოდელად ალექსანდრა დადიანი გამოიყენა. ამასთანავე, ეტყობა, ქართველ ქალს არ სიამოვნებდა იმის აღიარება, რომ მხატვარს, თუნდაც დიდ შემოქმედად აღიარებულს, გაუშიშვლდა. სავარაუდოდ, ალექსანდრამ ეს ამბავი სწორედ ამიტომ დამალა, მით უფრო იმჟამინდელ საქართველოში. თუმცა, მხოლოდ საქართველოში კი არა, ანა ახმატოვა საკმაოდ ემანსიპირებული ქალი იყო, მაგრამ ისიც არ ცდილობდა მოდილიანთან ურთიერთობის აფიშირებას. მიუხედავად იმისა, რომ 60-იან წლებში მოდილიანი საბჭოთა კავშირში უკვე ძალიან პოპულარული იყო, მხოლოდ ახმატოვას სიკვდილის შემდეგ მოხვდა მათი რომანი რუსი კრიტიკოსის წიგნში "ანა და ამადეო"...

  • თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ აიხდინოთ ეს ოცნება. დაამშვენეთ თქვენი სახლი ვან გოგის, კლიმტის, მოდილიანის, მონესა და სხვა უდიდესი მხატვრების შედევრებით! თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კავასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
  • გადახედეთ 30 დიდი მხატვრის შემოქმედებას, პირადად შეარჩიეთ თქვენი სასურველი 12 მხატვარი, მათი ტილოები და შექმენით საკუთარი კოლექცია.
  • მალე ! "კვირის პალიტრის" მკითხველს ექნება შესაძლებლობა სპეციალურ ფასად შეიძინოს ყველაზე მოთხოვნადი ნახატები და შექმნას შედევრების საკუთარი კოლექცია.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.palitral.ge/mkhatvrebi.html?lang=ka-GE