ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა - კვირის პალიტრა

ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

ქინძმარაულის ქუჩაზე მატარებელი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა 8 დეკემბერს მოხდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"