"ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ინაუგურაციას - პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალბატონი არის არჩეული პრეზიდენტად" - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ინაუგურაციას - პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალბატონი არის არჩეული პრეზიდენტად"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიჩნევს, რომ მოსახლეობა პრეზიდენტის ინაუგურაციას ღირსეულად შეხვდება. ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

"მომავალ კვირას არის ინაუგურაცია პრეზიდენტის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს. პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალბატონი არის არჩეული პრეზიდენტად",- განაცხადა პატრიარქმა

"ინტერპრესნიუსი"