როგორია დაჭრილი პატრულის თანამშრომლის ჯანმრთელობს მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია დაჭრილი პატრულის თანამშრომლის ჯანმრთელობს მდგომარეობა?

აბაშაში დაჭრილ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს გულ-მკერდის და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორმა დავით ჯანაშიამ განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და ჯერჯერობით გართულებების საფრთხე კიდევ რჩება.

"გულ-მკერდის და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები ჰქონდა. დაზიანებული იყო დიაფრაგმა, ელენთა და პანკრეასი. საფრთხის შემცველი ჯერჯერობით არის. ტრავმულ ჰემორაგიული შოკი და მძიმე მდგომარეობა იყო, ჯერჯერობით გართულებების საფრთხე რჩება“, - განაცხადა დავით ჯანაშიამ.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია მეორე თანამშრომელიც, თუმცა მას მცირე ნაკაწრი აღენიშნება.

შსს-ში კი აცხადებენ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სხეულის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა.

"დანაშაულში ბრალდებული პირი დადგენილია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს", - აღნიშნავენ უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"