გოგონა, რომელმაც 37 ათა­სი დო­ლა­რი იპო­ვა და პატ­რონს და­უბ­რუ­ნა - კვირის პალიტრა

გოგონა, რომელმაც 37 ათა­სი დო­ლა­რი იპო­ვა და პატ­რონს და­უბ­რუ­ნა

სტუდენტმა გოგონამ თბილისში, ქუჩაში 37 ათასი დოლარი იპოვა და პოლიციაში მიიტანა, პოლიციამ კი თანხა პატრონს დაუბრუნა. ინფორმაცია თავდაპირველად sputnik-georgia-მ გაავრცელა.

როგორც აღმოჩნდა, სტუდენტი ეროვნებით სომეხი კარინე ბაგირიანია, იგი წარმოშობით ჯავახეთიდანაა. გუშინ ის საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა რუბენ სადოიანმა მიიღო. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს "ფეისბუკზე" სომხეთის საელჩო აქვეყნებს.

"ელჩმა სადოიანმა მადლობა გადაუხადა კარინეს ასეთი პატიოსნების გამოხატვისთვის და ყველასათვის საუკეთესო მაგალითის მიცემისათვის. მან აღნიშნა, რომ დღევანდელ მსოფლიოში ასეთი ადამიანური ნაბიჯის ფაქტი ცხადყოფს, რომ პატიოსნება და სიკეთე ჯერ კიდევ არ არის გაუფასურებული და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში.

კარინე ბაგირიანმა მადლობა გამოთქვა მიღებისათვის და მისსადმი გამოხატულ კეთილგანწყობისათვის", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.