საქართველოში პური გაძვირდა - კვირის პალიტრა

საქართველოში პური გაძვირდა

საქართველოში პური გაძვირდა. სარეალიზაციო წერტილებში ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა. გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ.

"ზაფხულის პერიოდთან შედარებით ერთი ტომარა ფქვილი 32%-ით გაძვირდა. დღეს მისი ფასი 47-50 ლარია. გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით პურის შეფუთვა უნდა მოხდეს ქაღალდის პარკში, რაც ასევე აძვირებს პურის თვითღირებულებას. საბოლოო ჯამში, პურზე ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა", - განუცხადა "ბიზნესპრესნიუსს" პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.

პური გაძვირდა "იფქლიშიც". როგორც კომპანიაში "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, ფასმა 10 თეთრით მოიმატა. მათივე თქმით, ეს ფასის ის მინიმალური კორექტირებაა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად. გაგრძელება