მოიწყვე მუზეუმი შინ! - კვირის პალიტრა

მოიწყვე მუზეუმი შინ!

როგორ შევაგროვოთ ცნობილი ტილოების კოლექცია თუ მილიონერი არა ვართ?

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ფერწერული ტილოების კოლექციაზე ერთხელ მაინც არ უოცნებია. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტილოები, ძირითადად, მუზეუმებში ინახება, თუმცა კერძო კოლექციებიდან აუქციონებზე ხშირად იყიდება ცნობილ მხატვართა შედევრები და მათი ფასი ასობით მილიონია. უკანასკნელ წლებში აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდულ ტილოთა შორისაა: ლეონარდო და ვინჩის Salvator Mundi - 450 მლნ დოლარი; პოლ სეზანის "კარტის მოთამაშეები" - 250 მლნ დოლარი; პოლ გოგენის "ქორწილი როდისაა?" - 210 მლნ დოლარი; რემბრანდტის Maerten and Oopjen - 180 მლნ დოლარი; ამედეო მოდილიანის Nu couche - 170.4 მლნ დოლარი.

"- ხელმოკლე ადამიანს, რომელიც ხელოვნებაზე გიჟდება, შეუძლია მუზეუმებში ყოველდღე მივიდეს და რემბრანდტის, სეზანის, დეგას ან ენგრის, ასევე ხელოვნების შუასაუკუნოვანი ნიმუშებით, რამდენ ხანსაც გაუხარდება, უსასყიდლოდ დატკბეს.

- ეს მას ალბათ, არ დააკმაყოფილებს და მოუნდება, ერთ-ერთი მათგანის მფლობელი გახდეს, რათა ნებისმიერ დროს, დღისით თუ ღამით, მისი ყურებით დატკბეს, - არ ვეშვებოდი მე.

- ხელოვნების ასეთ მოყვარულს შეუძლია პასტელითა და ფანქრით შესრულებული ნახატების ნაბეჭდი ილუსტრაციები იყიდოს, - უდრტვინველად მომიგო ზილვერსმა, - დღესდღეობით ისეთი კარგი ასლები იბეჭდება, რომ კოლექციონერებიც კი ისე ყიდულობენ, როგორც ორიგინალებს","- ვკითხულობთ ერიხ მარია რემარკის რომანში "აჩრდილები სამოთხეში".

და მართლაც... დღევანდელი ტექნოლოგიების ეპოქაში შესაძლებელია ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებული ასლების მფლობელები გავხდეთ და ამ ფუფუნებაში მილიონების გადახდა სულაც არ მოგვიწევს. დაიჯერებთ, თუ გეტყვით, რომ თქვენი საყვარელი მხატვრების შედევრებით შეგიძლიათ შინ მოიწყოთ მუზეუმი? ეს რეალურია! - თუ გიოცნებიათ უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, მონეს ან სხვა ცნობილ მხატვართა ტილოების კოლექციაზე, აიხდინეთ ოცნება და მიიღეთ ორიგინალთან მიახლოებული ანალოგი, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით მაღალი ხარისხის ტილოზე იბეჭდება და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.

"პალიტრა L"-ის ახალი სახალხო პროექტის ფარგლებში ხელოვნების მოყვარულები გამოავლენენ ფავორიტ მხატვრებს, შემდეგ კი შეარჩევენ მათ ტილოებს, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება და რაც მთავარია, მისაღებ ფასად.

"პალიტრა L"-ის მარკეტინგის მენეჯერის თაკო ახვლედიანის განმარტებით, შერჩევის პროცესი მარტივია, შედეგი - განსაკუთრებული.

-"ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 30 დიდი მხატვრის შესახებ, მომხმარებელმა მათგან მხოლოდ 12 უნდა აირჩიოს. ხმის მიცემა შესაძლებელია 24 საათში ერთხელ. მხატვრების შერჩევა 1-ლ დეკემბერს დაიწყო, ხოლო 10 დეკემბრიდან - უკვე ტილოების. ამისთვის გახსენით მხატვრის პროფილი ჩვენს ვებგვერდზე, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი 3 შედევრი და მიეცით ხმა. ხმათა რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება თითოეული მხატვრის ყველაზე მოთხოვნადი 3-3 ტილო, რომლებიც გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად სპეციალურ ფასად გაიყიდება.

ხმის მიცემა შესაძლებელია "პალიტრამედიის" სხვადასხვა პოპულარულ საიტზე, გაზეთ "კვირის პალიტრაში" არსებული კუპონით, ასევე შეგიძლიათ დარეკოთ ქოლცენტში: 2 19 60 13. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.palitral.ge/mkhatvrebi

იხილეთ ასევე: "არ სიამოვნებდა იმის აღიარება, რომ თუნდაც დიდ მხატვარს გაუშიშვლდა" - ვინ იყო ქართველი ქალი, რომელიც მოდილიანიმ დახატა

ეკა სალაღაია