სოფელ როხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა - კვირის პალიტრა

სოფელ როხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 90 კვ. მ. ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე წუთში მოახერხეს. დროული რეაგირების შედეგად დაწვას გადაურჩა შენობის გვერდით მდგარი სათავსოები. ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

"ინტერპრესნიუსი"