როგორი ამინდი იქნება საქართველოში 12-13 დეკემბერს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 12-13 დეკემბერს

12-13 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემებით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

ამასთან, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

Ambebi.ge