მთავრობის ადმინისტრაცია სესხების განულების საკითხზე შექმნილ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

მთავრობის ადმინისტრაცია სესხების განულების საკითხზე შექმნილ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს

პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ამ პროექტისთვის შექმნილ ვებგვერდზე vali.ge–ზეა ატვირთული.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოციალურ ქსელსა და ინტერნეტში შექმნილია რამდენიმე გვერდი, (მაგალითად: http://wali.ge/) სადაც განთავსებულია სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის სარეკლამო ინფორმაციები." ამიტომ, თხოვნაა, პრობლემური სესხების მფლობელებმა ყურადღება მიაქციონ, რომ სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ და მხოლოდ პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge", – აცხადებენ საქართველოს მთავრობის პრესსამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"