საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს - კვირის პალიტრა

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

სტრასბურგში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩო სტრასბურგში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

"სტრასბურგის ცენტრში (საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე) მომხდარი სროლის გათვალისწინებით საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს სტრასბურგში მყოფ პირებს დარჩნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე, თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისაგან და დაელოდონ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომ ინსტრუქციებს. ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ყველა პირს რომელსაც ესაჭიროება დახმარება შეუძლია დაუკავშირდეს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460",- ნათქვამია საქართველოს საელჩოს განაცხადებაში.

სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ადამიანი, ხოლო 11 კი დაჭრილია.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო