"ნათლი, ზუსტად 12 საათი რომ გახდება, მაშინ ჩაიფიქრე სურვილებიო" - ნინი ქარსელაძის სევდიანი პოსტი გიო ხუციშვილზე - კვირის პალიტრა

"ნათლი, ზუსტად 12 საათი რომ გახდება, მაშინ ჩაიფიქრე სურვილებიო" - ნინი ქარსელაძის სევდიანი პოსტი გიო ხუციშვილზე

მომღერალი ნინი ქარსელაძე გიო ხუციშვილის შესახებ, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ცნობილია, გიო ნინის ნათლია იყო და ისინი ოჯახებით განსაკუთრებულად ახლობლობდნენ.

"ყველა ოჯახში დაიწყო ახალი წლისთვის მზადება, მეც ჩემი ტრადიციისამებრ დავიწყე ყველაფრის მომზადება, კაბის შეკერვა საკონცერტოდ, ჩემებმა იყიდეს ნაძვის ხე და მორთვაც კი დაიწყეს უჩემოდ! რა თქმა უნდა ამ ახალ წელსაც ქუჩაში ვხვდები, იქ ჩემი მეორე სახლია, ჩემი კოლეგები, რეჟისორები, წამყვანები... ყველა ერთად ყველაზე ძალიან ის მტკივა, რომ ყველა ივენთის პოსტერზე შენ გელოდებოდი, წელს უშენოდ მომიწევს მეც და შენიანებსაც ახალი წლის შეხვედრა. წინა ახალ წელს ერთად შევხვდით რიყეზე, გალა კონცერტზე. 12 საათი, რომ დგებოდა მოვიდა და ყურში მითხრა: ნათლი ზუსტად 12 საათი, რომ გახდება მაშინ ჩაიფიქრე სურვილები, თან გულით და ზუსტად ვიცი აგიხდებაო. ხოდა, ჩემი პირველი სურვილი შენი ჯანმრთელობა იყო! არ ამისრულდა, მაგრამ წელს ისევ ჩავიფიქრებ, რადგან ნათლიამ ასე მასწავლა, ნათლიამ, რომელიც ძალიან მიყვარდა. ჩემთვის იყავი ბედნიერების და სიხარულის ამომავალი წერტილი! ახლა გთხოვ, ახალი წლის ღამეს ამოანათე ყველაზე მოკაშკაშე ვარსკვლავად და გაგვიბრჭყვიალე 2019 წელი ისე, როგორც შენ იცოდი და ყველაზე კარგადაც გამოგდიოდა!" - წერს ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში

ინფორმაციისთვის, გიო ხუციშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალს უმძიმესი, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რომლის სამურნალოდაც ისრაელში იმყოფებოდა და ბოლომდე სჯეროდა ვერაგ დაავადებას დაამარცხებდა, მაგრამ კიბოსთან ბრძოლაში უძლური აღმოჩნდა და 11 ივნისს გარდაიცვალა.

გიო ხუციშვილის აქამდე უცნობი ფოტოები

"გიო ხუციშვილი ვიყავი, მამაჩემის შვილი და ვიცოდი, უკადრისი არაფერი უნდა ჩამედინა"