თბილისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

თბილისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.

48 წლის მამაკაცი სხეულის დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, სამშენებლო ობიექტზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"