2 წლის ბავშვი მიკროავტობუსის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

2 წლის ბავშვი მიკროავტობუსის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

ქობულეთში, სოფელ ხალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც თვითმხილველებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, 2 წლის ბავშვს მიკროავტობუსი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძვრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 2 წლის ბავშვი მიკროავტობუსის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

"ინტერპრესნიუსი"