ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა - კვირის პალიტრა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

ქობულეთი -ბათუმის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ბათუმი - ქობულეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სამი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"