"ბიძინა ძალიან დიდ პატივს სცემდა დედას, რჩევასაც ხშირად ეკითხებოდა და დედიკოს ეძახდა..." - კვირის პალიტრა

"ბიძინა ძალიან დიდ პატივს სცემდა დედას, რჩევასაც ხშირად ეკითხებოდა და დედიკოს ეძახდა..."

96 წლის ასაკში ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი გარდაიცვალა. ექსპრემიერის და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის დედა საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში ცხოვრობდა.

ცნობილი მსახიობი მსახიობი კახი კავსაძე, რომელიც კარგად იცნობდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის დედას, kvirispalitra.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მან ქალბატონი ციცინო წლების წინ გაიცნო.

კახი კავსაძე: "ძალიან ახლოს ვიცნობდი ქალბატონ ციცინოს. იგი ჯერ კიდევ 40 წლის წინ გავიცანი და მართლაც არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო... სუფრებზე ძალიან ხშირად შევხვედრივარ. ბევრჯერ მაქვს საკუთარი თვალით ნანახი ბიძინას და დედამისის საოცარი დედა-შვილობა! ძალიან დიდ პატივს სცემდა დედას, რჩევასაც ხშირად ეკითხებოდა და დედიკოს ეძახდა... მრავალმხრივად უნარიანი ქალი იყო! მახსოვს, სუფრაზე სიმღერას რომ წამოვიწყებდით, ყოველთვის აგვყვებოდა ხოლმე". (იხილეთ სრულად)

იხილეთ ასევე: "ეკა გაურიგეს, კარგი ქალია" - რას ამბობდნენ ბიძინა ივანიშვილის მშობლები 15 წლის წინ