უცხოელებს, რომლებიც ქართულ მიწებს არ ამუშავებენ, შესაძლოა, ქონება ჩამოერთვათ - კვირის პალიტრა

უცხოელებს, რომლებიც ქართულ მიწებს არ ამუშავებენ, შესაძლოა, ქონება ჩამოერთვათ

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საკუთრებაში არსებულ მიწებს არ ამუშავებენ შესაძლოა, უძრავი ქონება ჩამოერთვათ. აღნიშნულის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ რადიო "პალიტრას" გადაცემაში "საქმე" განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მიწის ფონდის ძალიან მცირეა, საიდანაც დაახლოებით, 45 -50 ათას ჰექტრამდე უცხოელების საკუთრებაშია.

"უბედურება ის კი არ არის, რომ უცხო ქვეყნის სუბიექტმა დაირეგისტრირა მიწა საკუთრებაში, პრობლემა ის არის, რომ ამ მიწის საკუთრების უფლებას არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა. შესაძლოა, რამდენიმე ათასი ჰექტარი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაში, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ ახლავს და საერთოდ არ დამუშავებულა. გაგრძელება