"საბანკო ბაზებში შესაძლოა, გარდაცვლილების დავალიანებაზე მონაცემები იყოს, რადგან..." - ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"საბანკო ბაზებში შესაძლოა, გარდაცვლილების დავალიანებაზე მონაცემები იყოს, რადგან..." - ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ბაზებში შესაძლებელია იყოს მონაცემები გარდაცვლილ პირთა სასესხო დავალიანების შესახებ, რადგან მოვალის გარდაცვალება ავტომატურად არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას სასესხო ურთიერთობებში. ასე პასუხობს სამინისტრო ბრალდებებს და აჟიოტაჟს იმასთან დაკავშირებით, რომ საბანკო და საფინანსო დაწესებულებების მონაცემთა ბაზებში შესაძლებელია იყოს მონაცემები გარდაცვლილ პირთა სასესხო დავალიანების შესახებ.

"საბანკო და საფინანსო დაწესებულებების მონაცემთა ბაზებში შესაძლებელია იყოს მონაცემები გარდაცვლილ პირთა სასესხო დავალიანების შესახებ, რადგან მოვალის გარდაცვალება ავტომატურად არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას სასესხო ურთიერთობებში, თუ მხარეები ხელშეკრულებაში სხვაგვარად არ არიან შეთანხმებული.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის სამკვიდრო ქონებაში შედის მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებები, ისე მოვალეობები, რომელიც მას სიკვდილის მომენტისათვის ჰქონდა. ამასთან, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან, მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მემკვიდრეობით მიღებული აქტივის ფარგლებში", - განმარტავენ სამინისტროში.

"ინტერპრესნიუსი"