"მძღოლი, რომელმაც 2 წლის პატარა გაიტანა, მომენტალურად გათეთრდა" - საზარელი ტრაგედია ხალაში
"მძღოლი, რომელმაც 2 წლის პატარა გაიტანა, მომენტალურად გათეთრდა" - საზარელი ტრაგედია ხალაში
საზარელი ტრაგედია დატრიალდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, სადაც მიკროავტობუსმა, რომელიც სოფელს ემსახურებოდა, 2 წლის გეგა სიხარულიძე გაიტანა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. სოფელ ხალას მცხოვრები მომხდარ ტრაგედიაზე გვესაუბრება:

- საშინელება დაგვემართა, ამ ანგელოზის სიკვდილით ოჯახი ხომ გაუბედურდა, ის ხალხიც უმძიმეს მდგომარეობაშია ვინც ამ კატასტროფის დროს მიკროავტობუსში იჯდა... მიკროავტობუსი ჩვენს სოფელს ემსახურება, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, მათ
შორის, ბავშვის ოჯახსაც. ამ ოჯახს ისედაც არ ულხინდა, სამი შვილი ჰყავთ, სოციალურად დაუცველები არიან და დიდ გაჭირვებაში ცხოვრობენ, ამ უბედურებამ კი საერთოდ მოუღო ბოლო. ადამიანს ახლა მათი უბრალოდ შეხედვაც კი გაანადგურებს.

- ავტოავარიის მიზეზი რა იყო?
-  გეგას და-ძმაც მცირეწლოვანი ჰყავს, უფროსი 6 წლისაა და
პირველ კლასში დადის, მომდევნო კი 4 წლისაა და საბავშვო ბაღში დადის. ბავშვების დედა სწორედ საშუალო შვილის ბაგა-ბაღიდან გასაყვანად ჩამოჰყვა მიკროავტობუსს სახლიდან  საბავშვო ბაღამდე. თან 2 წლის გეგაც გამოიყოლა… როცა მიკროავტობუსმა ბაგა-ბაღთან გაუჩერა, ბავშვიანად უნდა ჩასულიყო მანქანიდან, მაგრამ ამ დროს რა მოხდა, საწყალი ვერც კი იხსენებს. როგორც ჩანს, გეგამ დედას ხელი გაუშვა და მიკროავტობუსიდან ჩამოასწრო, მერე კი, მიკროავტობუსს შემოურბინა და უკანა მხრიდან ბორბლებში შეუვარდა. ეს უბედურებაც მომენტალურად მოხდა - ბავშვი მიკროავტობუსს უკანა ბორბლებში შუვარდა.

- ასე სწრაფად როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
- ზუსტად ვერავინ ამბობს რა მოხდა, როგორც ჩანს, ვიდრე დედა ჩავიდოდა მიკროავტობუსიდან, მან მანამდე მოასწრო მიკროავტობუსის შემორბენა. თან საშინელი ამინდი იყო, კოკისპირული წვიმა მოდიოდა და ვერც მძღოლი და ვერც დედა გონზე ვერ მოვიდა, რაც ხდებოდა. ყველაფერი მეხის დაცემასავით იყო, - როგორც კი მძღოლმა მანქანა დაძრა, ბავშვი მაშინვე გარდაიცვალა. ამაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს, - ბავშვის საბრალო დედა გაუთავებლად იმეორებდა, - გაიქცა, გაიქცაო... მძღოლი კი იმდენად ცუდად გახდა, რომ 42 წლის კაცი მომენტალურად გათეთრდა.


(სპეციალურად საიტისთვის)
vaaaa
04 იანვარი 2019 14:43
ვუსამძიმრებ ოჯახს-უდიდესი ტრაგედიაა. საბრალო ბავშვი მეცოდება, დედაც და ......მძღოლიც, ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად მძღოლის ბრალეულობა იკვეთება, თუმცა მეტი ყურადღებით უნდა ყოფილიყო!
თეო
17 დეკემბერი 2018 10:36
ჩვენი კანონის და თანახმად აუცილებლად მძღოლს დაადანაშაულებენ,არც იკითხავენ და არც გამოიძიებენ
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
15 დეკემბერი 2018 12:07
დედის ერთი სირეგვენე და ბავშვი დაიღუპა! მოკლავს ქმარი და ვინც გამოესარჩლება,იმასაც მიაყოლებს!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები