რატომ აიკრძალა რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება? - კვირის პალიტრა

რატომ აიკრძალა რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება?

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქალაქ თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2019 წლის 8 იანვარს აღდგება", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"