სად განთავსდება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე? - კვირის პალიტრა

სად განთავსდება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე?

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. ნაძვის ხეს ამ წუთებში „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები აწყობენ. ადგილზე ამ წუთებში თბილისის მერი კახა კალაძე მივა.

წლების მანძილზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იყო დადგმული, თუმცა, წელს თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდეს.

"ინტერპრესნიუსი"