"დღეს დაგითმეთ დედა" - სალომე ზურაბიშვილის ვაჟის პირველი კომენტარი ინაუგურაციის შემდეგ - კვირის პალიტრა

"დღეს დაგითმეთ დედა" - სალომე ზურაბიშვილის ვაჟის პირველი კომენტარი ინაუგურაციის შემდეგ

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდა გიორგი მარგველაშვილს. პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება თელავში, "ბატონის სასახლეში" გაიმართა.

"დღეს დაგითმეთ დედა" - ამის შესახებ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა, თეიმურაზ გორჯესტანმა მას შემდეგ განუცხადა, რაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტი მისი დედა გახდა.

"დღეს დედაჩემი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და მთავარსარდალი და ეს არის ჩვენთვის, შვილებისთვის დიდი სიამაყე. ეს არის ძალიან ემოციური მომენტი, იმიტომ ,რომ ემიგრაციის მემკვიდრე დაბრუნდა საქართველოში, ამ დროს ბებიაზე და ბაბუაზე ვფქირობდი" - განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა