ბურჭულაძის "ღვინოვ კახურო" კონცერტზე, რომელსაც პუტინი დაესწრო - კვირის პალიტრა

ბურჭულაძის "ღვინოვ კახურო" კონცერტზე, რომელსაც პუტინი დაესწრო

პაატა ბურჭულაძემ 15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანკტ - პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილ კონცერტზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან "დაისი" - "ცანგალას" სიმღერა "ღვინოვ კახურო" შეასრულა. კონცერტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა, რომელმაც დირიჟორს 80 წლის იუბილე მიულოცა.

პრეზიდენტის მისალოც სიტყვასთან ერთად, რუსული საინფორმაციო სააგენტოები გალა-კონცერტის ამსახველ ვიდეოკადრებსაც ავრცელებენ.