როგორ მოვამზადოთ საახალწლო სალათი "თოვლის დედოფალი" - კვირის პალიტრა

როგორ მოვამზადოთ საახალწლო სალათი "თოვლის დედოფალი"

სალათის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:

  • ლორი - 200 გ
  • კრაბის ჩხირები - 250 გ
  • მდნარი ყველი - 2 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • კვერცხი - 6 ცალი
  • მომჟავო ვაშლი - 1 ცალი
  • მიწისთხილი - 100 გ
  • მაიონეზი - 350 გ
მომზადების წესი

დასაწყისისთვის აუცილებელია ხახვის დამწნილება. წვრილად დაჭერით 1 თავი და ჩაყარეთ ღრმა ჭურჭელში. დაუმატეთ შაქარი, წყალი, მარილი და ძმარი. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 15-20 წუთი. ამის შემდეგ გადაასხით ზედმეტი წვენი.

წვრილად დაჭერით კრაბის ჩხირები,ხახვი და ლორი.მოხარშეთ კვერცხი, ცილები გადადეთ ცალკე და გახეხეთ მსხვილად, გულები კი მაქსიმალურად წვრილად.

ცალ-ცალკე ჭურჭელში შეურიეთ მაიონეზი ცილას, გულს ,ლორს და კრაბის ჩხირებს.

აიღეთ მრგვალი ფორმის ჯამი და დაიწყეთ სალათის აწყობა. სალათის პირველი ფენაა მსხვილად დაფქული მდგნარი ყველი. განაგრძეთ კითხვა