"ძალიან მეტკინა გული, 20 წლის წინ მამაჩემის გაშენებული ხეხილიც აჩეხეს" - ვინ არის ფერმერი, რომელსაც ვაშლის ხეები გაუჩეხეს - კვირის პალიტრა

"ძალიან მეტკინა გული, 20 წლის წინ მამაჩემის გაშენებული ხეხილიც აჩეხეს" - ვინ არის ფერმერი, რომელსაც ვაშლის ხეები გაუჩეხეს

"ძალიან მეტკინა გული, 20 წლის წინ მამაჩემის გაშენებული ხეხილიც აჩეხეს" - ვინ არის ფერმერი, რომელსაც ვაშლის ხეები გაუჩეხეს

გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ არაშენდაში მცხოვრებ ფერმერს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ვაშლის ნარგავები გაუჩეხეს. ალიკა კოპაძეს ბაღში მისვლისას 127 ხე განადგურებული დახვდა. დაზარალებულ ფერმერს მომხდარზე არანაირი ვერსია არ გააჩნია. AMBEBI.GE-სთან საუბრისას ის ამბობს, რომ სოფელში არც უთანხმოება აქვს ვინმესთან და არც - რაიმე გასაყოფი. კოპაძის მოსაზრებით, მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, შურია.

მისი თქმით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, სოფელში არაერთი ადამიანი გამოიკითხა, თუმცა დამნაშავის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

"ძალიან ცუდი ფაქტია, ძალიან მეტკინა გული, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს სოფელში ვინმე ასე მომექცეოდა და ასეთ სიბოროტეს ჩაიდენდა. ხეხილის ბაღი საცხოვრებელი სახლიდან 1,5 კილომეტრითაა დაშორებული, სოფლის განაპირასაა და შესაბამისად, დამნახავი არავინ ჩანს. 3-4 წლის ბაღია, წელს პირველად მოისხა მოსავალი. 528 ძირი ვაშლის ხეა დარგული და აქედან 127 ძირი განადგურებულია, ნაჯახითაა აჩეხილი. როგორც კვალი აჩვენებს, სავარაუდოდ, ორი პირი იყო შესული ბაღის ბოლოდან და ასე მიყვნენ ვაშლის მწკრივებს" - განაცხადა ალიკა კოპაძემ.

როგორც გავარკვიეთ, სოფელ არაშენდაში ეს ხეხილის ბაღის აჩეხვის პირველი შემთხვევა არ არის. განაგრძეთ კითხვა