ქართველი ქალი, რომელსაც სიცოცხლის ბოლო წლებში კოკო შანელი უვლიდა, მან კი შანელის მეგობარს ქმარი წაართვა - კვირის პალიტრა

ქართველი ქალი, რომელსაც სიცოცხლის ბოლო წლებში კოკო შანელი უვლიდა, მან კი შანელის მეგობარს ქმარი წაართვა

თავადი ზაქარია მდივანი აზნაური გახლდათ, რომელმაც ჯერ გენერლის ჩინი მოიპოვა, შემდეგ კი საბუთების გაყალბების გზით ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლის სტატუსი მიიღო. ის იმპერატორის კართან დაახლოებული პირი იყო, რასაც მისი და ნიკოლოზ მეორის საერთო ფოტოც ადასტურებს. ზაქარია რუსეთის არმიაში მსახურობდა, რისთვისაც მრავალი ჯილდოც მიუღია. 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა, იყო დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე, აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. ერთხანს ქართული არმიის მთავარსარდალიც გახლდათ.

ზაქარიას 5 შვილი ჰყავდა: სერგი, დავითი, ნინო, ალექსი და რუსუდანი.

1921 წელს ოჯახი ბოლშევიკებისგან თავის დაღწევის მიზნით ემიგრაციაში წავიდა. ამ პერიოდში ოჯახმა უმძიმესი გაჭირვება გამოიარა, ისინი თავის გადარჩენისთვის ვერც ფიზიკურ სამუშაოზე ამბობდნენ უარს. ალექსი 13 წლის ასაკში მტვირთავად მუშაობდა, შემდეგ "პეჟოს" ქარხანაში მუშად მოეწყო. უფროსმა ძმებმა დავითმა და სერგომ ამერიკას მიაშურეს, სადაც ერთ-ერთი ქართველის რადიო სახელოსნოში დასაქმდნენ.

რუსუდანი საფრანგეთში დარჩა და საყვარელ საქმეს, მოქანდაკეობას მოჰკიდა ხელი. მეგობრობდა პარიზში ჩასულ ქართველ მხატვრებთან - დავით კაკაბაძესთან, ლადო გუდიაშვილთან, ელენე ახვლედიანსა და ქეთევან მაღალაშვილთან. როგორც ამბობდნენ, მისი წარმატებული კარიერა ესპანელი მხატვრის ხოსე მარია სერტის დამსახურება იყო. მისი და რუსუდანის ნაცნობობა მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობით დაიწყო, თუმცა საქმიანი ურთიერთობა სიყვარულში მალევე გადაიზარდა.

ხოსე მარია სერტი

პარიზში პირველ მხატვრად ითვლებოდა, თუმცა პიკასოს გამოჩენამ მას ეს სტატუსი ჩამოართვა. ის იმ პერიოდში ყველაზე მომხიბვლელი ქალის, პიანისტ მიზია გოდებსკას მეუღლე გახლდათ. პოლონელი ემიგრანტის ქალიშვილი მიზია პიერ ოგიუსტ რენუარისა და ანრი დე ტულუზ–ლოტრეკის მოდელი, მალარმეს მუზა, პრუსტისა და კოკტოს გმირების პროტოტიპი, კოკო შანელის უახლოესი მეგობარი, პარიზულ ბომონდში მიღებული, პოპულარული ადამიანი იყო და ქმარსაც თავდავიწყებით უყვარდა, თუმცა მათი ურთიერთობის სიმტკიცე ეჭვქვეშ რუსუდანის გამოჩენის შემდეგ დადგა განაგრძეთ კითხვა