"მაყურებლის ეჭვი უსაფუძვლოა..." - რას ამბობს სალომე ჭაჭუა მისი და გიორგი გილიგაშვილის "ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვების შემდეგ - კვირის პალიტრა

"მაყურებლის ეჭვი უსაფუძვლოა..." - რას ამბობს სალომე ჭაჭუა მისი და გიორგი გილიგაშვილის "ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვების შემდეგ

მაშინ, როდესაც ამ წყვილს ყველა ფინალში წარმოიდგენდა, ისინი ფინალამდე ვერ მივიდნენ და მოულოდნელად კონკურსის მიღმა აღმოჩდნენ. "ცეკვავენ ვარსკვლავები" გიორგი გილიგაშვილისა და სალომე ჭაჭუას სტაბილურმა და ეფექტურმა წყვილმა ისე დატოვა, რომ აუტსაიდერთა რიგებში ერთხელაც არ ყოფილან, რასაც სოციალურ ქსელში არერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. გულშემატკივართა კომენტარებიდან ჩანს, რომ ისინი ასე უდროოდ მათ პროექტიდან გამოთიშვას არ ელოდნენ...

ამ თემაზე სალომე ჭაჭუამ Ambebi.ge-სთან ასეთი კომემტარი გააკეთა:

- ყველაფერი ლოგიკურად მოხდა. ვიღაცას ხომ უნდა დაეტოვებინა კონკურსი და ეს წყვილი ჩვენ აღმოვჩნდით. რა თქმა უნდა, გულშემატკივრების გულისტკენა გასაგებია, მაგრამ საგანგაშო იმაში არაფერია, რომ ჩვენმა წყვილი პროექტს გამოეთიშა. ეს ხომ ჩვეულებრივი რამ არის - რომელიმე ტურშო შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. წყვილები, რომელბიც კონკურსში დარჩნენ, დღეს ნახევარფინალში არიან და მაყურებელს კარგი სანახაობა ელოდება. საკმაოდ ძლიერები არიან, ჩვენ შორის ჯანსაღი კონკურენცია იყო. გულშემატკივარს მადლობა უნდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, გვერდში დგომისთვის და თუნდაც ამ ემოციებისთვის, რასაც ისინი სოციალურ ქსელში გამოხატავენ.

- ზოგიერთს მიაჩნია, რომ თქვენი პროექტიდან წასვლა რაღაც შიდა ინტრიგას უკავშირდება...

- როდესაც "ლაივი" მთავრდება, ყველანაირი ქულა (ჟიურის შეფასება, ესემესები, ყველაფრის ჯამი) ქვეყნდება. ამიტომ, მაყურებლის გარკვეული ნაწილის ეჭვი უსაფუძვლოა. ვიმეორებ, რომელიმე წყვილს კონკურსი უნდა დაეტოვებინა და ეს წყვილი ჩვენ აღმოვჩნდით.  განაგრძეთ კითხვა