"სოციალურ ქსელში მიპოვა, მომწერა და რაც უნდა საოცარი იყოს, ზუსტად 15 დღეში დავქორწინდით" - კვირის პალიტრა

"სოციალურ ქსელში მიპოვა, მომწერა და რაც უნდა საოცარი იყოს, ზუსტად 15 დღეში დავქორწინდით"

პიანისტი ქეთი უარდი (ასათაშვილი) ამბობს, რომ ყველა ოცნება ბრიტანელ მეუღლესთან, მაიკთან ერთად უხდება. უჩვეულოა ამ ორი მუსიკოსის გაცნობისა და სიყვარულის ამბავიც.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ჩემი ჩანაწერი მოისმინა ინტერნეტით, მერე სოციალურ ქსელში მიპოვა, მომწერა და რაც უნდა საოცარი იყოს, ზუსტად 15 დღეში დავქორწინდით. ჩვენს ქვეყანაზე საერთოდ არაფერი იცოდა. მაიკს ეგონა, რომ უკრაინაში მოდიოდა. იმ პერიოდში ორივე გულგატეხილი ვიყავით - მე მარტო ვცხოვრობდი ჩემს 2 შვილთან ერთად, პატარა 11 თვის მყავდა მაშინ. მაიკს კი მეუღლე ტრაგიკულად დაეღუპა, შვილებიც არ დარჩა პირველი ქორწინებიდან..." ქეთი და მაიკი

"მე 31 წლის ვარ, ის - 57-ის. ჩემი ოჯახის წევრებს კარგა ხანს ვუმალავდი მის წლოვანებას, გული რომ არ გასკდომოდათ. თურმე, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა თქმა უნდა, ადამიანი გიყვარს. აეროპორტში რომ შევხვდი, ძალიან ვღელავდი, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ ეს ის კაცი იყო, ვისთანაც მინდოდა ყოფნა. მანამდე საერთოდ აღარ ვფიქრობდი გათხოვებაზე და ვამბობდი, თუ გავთხოვდები, წინაპრებიანად გამოვიკვლევ, ვინ არის-მეთქი. არადა, მოულოდნელად დავთანხმდი ადამიანს, რომლის გვარიც კი არ ვიცოდი წესიერად..." ატოცში, აქციაზე

"ინგლისში ქალის კულტი აქვთ; ქალს, როგორც დედოფალს, ისე ექცევიან. ასეა მაიკიც - ყოველ დილით მიმზადებს ყავას, მეხმარება საოჯახო საქმეებში, ჭურჭელსაც კი რეცხავს, ცდილობს სიურპრიზების მოწყობას და ჩემს გახარებას. მოინათლა კიდეც და ჯვარიც დავიწერეთ. ოცნების ქორწილი გვქონდა კონსერვატორიის მცირე დარბაზში - საქორწილო კაბა მეცვა, ვუკრავდით დუეტებს, სასიამოვნო საღამო იყო. მაიკს შვილი არ ჰყავდა და ახლა სამი ერთად ჰყავს. ასე გვიან შვილის შეძენა მისთვის დღესასწაულის ტოლფასი იყო..."

"აეროპორტში დატოვებული მანქანა მეგობარს აჩუქა, კომპანიას შეუკვეთა და 6 ტონა ბარგი: წიგნები, ინსტრუმენტები, ავეჯი - ყველაფერი გამოაგზავნინა საქართველოში და სამსახურიც მიატოვა. მაიკი უკვე თავის სამშობლოს ეძახის საქართველოს და აღარც უნდა აქედან წასვლა..."

ნინო ჯავახიშვილი

იხილეთ სრულად ლინკზე