"არ ვთვლი საჭიროდ ვუპასუხო დავით ოქიტაშვილს" - ნინო ანანიაშვილის პირველი კომენტარი ოქიტაშვილის განცხადებებზე
"არ ვთვლი საჭიროდ ვუპასუხო დავით ოქიტაშვილს" - ნინო ანანიაშვილის პირველი კომენტარი ოქიტაშვილის განცხადებებზე
"თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი უნდა გათავსუფლდეს ნინო ანანიაშვილის კლანისგან", - განაცხადა საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.  მისი პოზიციის გასარკვევად დავით ოქიტაშვილს დავუკავშირდით, კომენტარი ვთხოვეთ ნინო ანანიაშვილსაც...

- ნინო ანანიაშვილი მსოფლიოში უდიდესი ბალერინაა, მაგრამ როდესაც მისი მეუღლე გრიგოლ ვაშაძე გამოდის და ამბობს, ეს ხელისუფლება უნდა დავამხოთ, მთავრობა არის ნარკობარიგების, რომლებმაც ქვეყანა დააქციესო, თქვენ როგორ ფიქრობთ, მ
ისი ოჯახის წევრი ამხელა თანამდებობას უნდა იკავებდეს?

- კი, თუ ის არის თავის საქმის უდიდესი პროფესიონალი...
- აი, ეგ არის ორმაგი სტანდარტი! როდესაც ნინო ანანიაშვილი არის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მის დაქვემდებარებაშია ამდენი ადამიანი, იქ აზრთა სხვადასხვაობა იქმნება... როდესაც მისი მეუღლე ასეთ რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, ეს ათას უხერხულობას წარმოშობს.

- ნინო ანანიაშვილი პოლიტიკაში არ ერევა და
არც ბალერინებს აიძულებს ჩაერიონ...

- რას ქვია არ ერევა?! თავის ქმართან ერთად დადიოდა და მხარს უჭერდა... თუ ფიქრობ, რომ ნარკობარიგების მთავრობაა, მაშინ ასეთი მთავრობისგან ხელფასი არ უნდა აიღო. ის ადამიანები, უხერხულობაში ვარდებიან, რომლებსაც ხელმძღვანელობს! ან გააკეთოს განცხადება, რომ მისი მეუღლის განცხადებებს ემიჯნება!

- თქვენ მეგობრობთ ირმა ნიორაძესთან და...
- (მაწყვეტინებს - მ.გ.) ერთი წუთით, ირმა ნიორაძე არასოდეს დაბრუნდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რადგან მას მონაკოს სამეფოს თეატრთან აქვს სამწლიანი ხელშეკრულება გაფორმებული! აიღეთ ინტერვიუ ირმა ნიორაძისგან და ნიკა ცისკარიძისგან როგორ არ უშვებს მათ ნინო ანანიაშვილი თბილისის თეატრში, თავიანთი გამოცდილება რომ ახალგაზრდებს გადასცენ! შედით ოპერაში და გაარკვიეთ რა ხდება! ორშაბათიდან დაიწყება ყველაფერზე ღიად ლაპარაკი! ახალგაზრდების გადინება ხდება თბილისის თეატრიდან!

ვიცი, ბატონო, ნინო ანანიაშვილი, რომ დიდი ავტორიტეტია, მაგრამ ასეთივე დიდი ავტორიტეტია ჩემთვის ჩემი ქვეყნის პოლიცია, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საქართველოს კულტურა გადაარჩინა და ააყვავა! ამ კაცის აშენებულ თეატრში რას მოღვაწეობ, თუ მისი პოლიტიკა არ მოგწონს?!

მე არ ვამბობ, რომ მოწყდეს საბალეტო სფეროს, მაგრამ ნუ ექნება ხელმძღვანელის თანამდებობა! არის უხერხული და არაჯანსაღი სიტუაცია, თანამშრომლები ამბობენ ხმის ამოღების გვეშინია, სულ გაგვყრისო... ეს არის, თორემ მე ვიქნები ნინო ანანიაშვილის პირველი დამცველი, თუ პოლიტიკური დევნა დაიწყება მის მიმართ!

მე რომ ახლა ვიძახდე ახალ წლამდე დავამხობ ამ ხელისუფლებასო და ჩემი ცოლი ხელმძღვანელის თანამდებობაზე იყოს, თვითონ ვიგრძნობდი თავს უხერხულად! ოცი კაცი მომადგა თეატრიდან და შემომჩიოდნენ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ბატონო დავით, რა დღეში ვართო... პოლიტიკა შეიჭრა თეატრში ძალიან ცუდი სახით!

დავუკავშირდით ნინო ანანიაშვილსაც, რომელმაც სატელეფონო საუბრისას გვითხრა: "არ ვთვლი საჭიროდ ვუპასუხო დავით ოქიტაშვილს".

დავით ოქიტაშვილის ამ განცხადებამ ბევრის აღშფოთება გამოიწვია, მათ შორისაა ცნობილი ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძე, რომელმაც გვითხრა:
- რა სისულელეა, რატომ უნდა გათავისუფლდეს ნინო ანანიაშვილი ამიხსენით?! მისი მეუღლე რა განცხადებებსაც აკეთებს, ნინო რა შუაშია?! თუ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებია, მაშინ თვითონ გრიგოლ ვაშაძე უნდა დაიჭირონ! ყველაფერს ნუ ავურ-დავურევთ საქართველოში ერთმანეთში! ნინო ანანიაშვილი ამხელა პროფესიონალია, თავის საქმეს აკეთებს და მას რატომ უნდა შევეხოთ, რა უაზრობაა?! ნინო ანანიაშვილისგან რაღა გვინდა, რა არის ეს, რა უბედურებაა?! დავით ოქიტაშვილმა ვალერიანი დალიოს, დამშვიდდეს და დაწყნარდეს! არ შეიძლება სულ ჩხუბი და დავიდარაბა გვქონდეს! ახლა ნინოსაც მივწვდით, რა შუაშია ეს ქალბატონი?! დავაცადოთ ერთმანეთს არსებობა და მუშაობა და ყველას გთხოვთ, დაანებეთ რა თავი ნინო ანანიაშვილს!

თეკლა
22 დეკემბერი 2018 10:23
რა უნდა კაცს კულტურის სფეროში,რომელსაც დამთავრებული აქვს მეტალურგიული,და მუშაობდა ქარხანა ცენტროლიტში და როგორც უვარგისი გამოაგდეს ქარხნიდან და რა ერჩის ნინოს.
Ardevani
22 დეკემბერი 2018 01:10
ოქიტაშვილში არ არის საქმე, საქმე სინდისშია, ეგრე არ არის ცხოვრება.
ობიექტური
21 დეკემბერი 2018 22:25
... პიჟამა რომ ჩაგიცვამს,გეგონა ვერ გიცნობდი?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?