"დავით ოქიტაშვილმა ვალერიანი დალიოს და ნინო ანანიაშვილს თავი დაანებოს" - კვირის პალიტრა

"დავით ოქიტაშვილმა ვალერიანი დალიოს და ნინო ანანიაშვილს თავი დაანებოს"

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის თქმით, "ოპერისა და ბალეტის თეატრი უნდა გათავისუფლდეს ვაშაძე - ანანიაშვილისგან", - ამის შესახებ მან 20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ოპერის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ნინო ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელოვნების, მასმედიისა და სპორტის პროფკავშირთან ერთად, ორშაბათიდან პერმანენტულ აქციებს დაიწყებს.

დავით ოქიტაშვილის ამ განცხადებებმა ბევრის აღშფოთება გამოიწვია, მათ შორისაა ცნობილი ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძე, რომელმაც გვითხრა:

- რა სისულელეა, რატომ უნდა გათავისუფლდეს ნინო ანანიაშვილი ამიხსენით?! მისი მეუღლე რა განცხადებებსაც აკეთებს, ნინო რა შუაშია?! თუ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებია, მაშინ თვითონ გრიგოლ ვაშაძე უნდა დაიჭირონ! ყველაფერს ნუ ავურ-დავურევთ საქართველოში ერთმანეთში! ნინო ანანიაშვილი ამხელა პროფესიონალია, თავის საქმეს აკეთებს და მას რატომ უნდა შევეხოთ, რა უაზრობაა?! ნინო ანანიაშვილისგან რაღა გვინდა, რა არის ეს, რა უბედურებაა?! დავით ოქიტაშვილმა ვალერიანი დალიოს, დამშვიდდეს და დაწყნარდეს! არ შეიძლება სულ ჩხუბი და დავიდარაბა გვქონდეს! ახლა ნინოსაც მივწვდით, რა შუაშია ეს ქალბატონი!? დავაცადოთ ერთმანეთს არსებობა და მუშაობა და ყველას გთხოვთ, დაანებეთ რა თავი ნინო ანანიაშვილს!  იხილეთ სრულად

"არაფერი ვართ იმ დიდ ხელოვნებასთან შედარებით, რასაც ნინო ანანიაშვილი ემსახურება"