"დავით ოქიტაშვილმა ვალერიანი დალიოს და ნინო ანანიაშვილს თავი დაანებოს"
"დავით ოქიტაშვილმა ვალერიანი დალიოს და ნინო ანანიაშვილს თავი დაანებოს"
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის თქმით, "ოპერისა და ბალეტის თეატრი უნდა გათავისუფლდეს ვაშაძე - ანანიაშვილისგან", - ამის შესახებ მან 20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ოპერის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ნინო ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელოვნების, მასმედიისა და სპორტის პროფკავშირთან ერთად, ორშაბათიდან პერმანენტულ აქციებს დაიწყებს.
დავით ოქიტაშვილის ამ განცხადებებმა ბევრის აღშფოთება გამოიწვია, მათ შორისაა ცნობილი ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძე, რომელმაც გვითხრა:
- რა სისულელეა, რატომ უნდა გათავისუფლდეს ნინო ანანიაშვილი
ამიხსენით?! მისი მეუღლე რა განცხადებებსაც აკეთებს, ნინო რა შუაშია?! თუ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებია, მაშინ თვითონ გრიგოლ ვაშაძე უნდა დაიჭირონ! ყველაფერს ნუ ავურ-დავურევთ საქართველოში ერთმანეთში! ნინო ანანიაშვილი ამხელა პროფესიონალია, თავის საქმეს აკეთებს და მას რატომ უნდა შევეხოთ, რა უაზრობაა?! ნინო ანანიაშვილისგან რაღა გვინდა, რა არის ეს, რა
უბედურებაა?! დავით ოქიტაშვილმა ვალერიანი დალიოს, დამშვიდდეს და დაწყნარდეს! არ შეიძლება სულ ჩხუბი და დავიდარაბა გვქონდეს! ახლა ნინოსაც მივწვდით, რა შუაშია ეს ქალბატონი!? დავაცადოთ ერთმანეთს არსებობა და მუშაობა და ყველას გთხოვთ, დაანებეთ რა თავი ნინო ანანიაშვილს!  იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (15)
!!!
25 დეკემბერი 2018 10:58
ზურა კარგი რა პიონერთა სასახლე რომ არ დაუთმეთ და იქიდან გვეჯღანებოდა კი არ დავიწყებია ხალხს . ამნეზია ჯერ არ დაგვმართნია
გია
23 დეკემბერი 2018 01:19
მერედა ასეთი საოცარი ქალი რატომ არ აძლევს თავის თავმოყვარეობა დაკარგულ მეუღლეს რჩევას რომ ცოტა საკუთარ თავს პატივი სცეს
ნატა
23 დეკემბერი 2018 00:41
იცით რა მაინტერესებს?გასაგებია,რომ ნიჭიერია,ღვაწლი აქვს,მაგრამ ფულის კეთების სურვილს გამორიცხავს?მაინტერესებს,მართლა რატომ არ ჩამოდიან დები ნიორაძეები აქ?მილიონად შეფასებული სახლი მარტო გრიშასია?პრიმაცაა და კარგადაც დაეპატრონა თეატრს,კარგად წველის.ბრმა უნდა იყო ვერ დაინახო მოცეკვავეები ფონოგრამაზე რომ ცეკვავენ.მაშინ როცა ორკესტრს გასაქანი არა აქვს.ბრმა არ უნდა იყო.კარგთან ერთად ცუდიც უნდა დაინახო
ზიზი
22 დეკემბერი 2018 22:31
პოლიტიკა შორს ხელოვნებისაგან. უვარგისი ქმარი ყავს, მაგრამ თვითონ დიდი ხელოვანია.
მერი
22 დეკემბერი 2018 19:29
რა თქმაუნდა ... ნინო მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავია, მადლობა ღმერთს რომ ის ქართველია და ჩვენთან მოღვაწეობს, გაუფრთხილდით , მოეფერეთ....რა შუაშია ნინო, არასერიოზული მეუღღლე რომ ყავს...
Vika
22 დეკემბერი 2018 18:47
Politika shin da garet, mtashi da barshi, politika yvela sferoshi. Amas qvia gaumazgari usaqmurebis paradi...
Qocebi hart nacebi tu sxvani mravalni iqneb imaze mainc geyot namusi rom profesionalebs saqmis ketebashi ar sheushalot xeli.
Mzia chixladze
22 დეკემბერი 2018 15:54
Diqtatoria da pirveloba unda eyopa sxvebuc arian nichierebi...
ფსიქ-თერ.
21 დეკემბერი 2018 11:36
ვალერიანი ვერ უშველის მაგას უკვე. უფრო მძიმე საშუალებებმა თუ უშველა ისიც არ მგონია.
მარიამი
21 დეკემბერი 2018 11:25
კარგი პასუხია ბატონო ზურა. გაიხარეთ.
სოსო
21 დეკემბერი 2018 10:56
ვეთანხმები ზურაბ ყიფშიძეს..ნინოს შეხება არა აქვს პოლიტიკასთან და ქმრის ცოდვების მასზეც გადატანა სტალინურ ეპოქას მახსენებს.თუმცა, ოქიტაშვილის პათოსიც ძალიან გასაგებია ჩემთვის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?